დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

Azimut Yachts-მა პანდემიის პირობებში საქართველოში 10 იახტა გაყიდა 21.02.2021 15:20

Azimut Yachts იტალიური იახტების მწარმოებელი კომპანიაა, რომლის ფილიალი საქართველოში უკვე 2 წელია არსებობს. იტალიაში აწყობილი იახტები კომპანიას საქართველოში ჩამოაქვს და რეალიზაციას აქ ახდენს. Azimut Yachts-ს ქართულმა წარმომადგენლობამ, პანდემიის პირობებში საქართველოში ჯამურად 10 იახტა გაყიდა, აქედან 3 მეორე ლოქდაუნის დროს. ცნობისათვის, კომპანიამ 2019 წელს საქართველოში მხოლოდ 2 იახტა გაიყიდა.

 

Azimut Yachts-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გიორგი ჩიკვაიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ გაყიდული იახტების ფასი მფლობელებისვე სურვილით კონფიდენციალურია. ,,მეორე ლოქდაუნის პირობებში, საქართველოში კიდევ სამი იახტა გაიყიდა. პირველი ლოქდაუნდან შემოდგომამდე კი 7 იახტა. თვის ბოლოდან დავიწყებთ, ამ ახალი გაყიდული იახტების შემოყვანას. ყველა გაყიდული იახტა დიდი, სტაციონარული ტიპისაა. 2 და 3-სართულიანები. ახალი გაყიდული იახტები უშუალოდ Azimut Yachts-ს ეკუთნის ყველა. ფასები თავად მომხმარებლების გადაწყვეტილებით კონფიდენციალურია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ყველა მყიდველი საქართველოს მოქალაქეა“, -განაცხადა გიორგი ჩიკვაიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ