დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ევროპის საინვესტიციო ბანკი პოსტპანდემიურ პერიოდში აქტიურად დაგვეხმარება აღდგენის პროცესში - ივანე მაჭავარიანი 01.03.2021 20:13

ევროპის საინვესტიციო ბანკი პოსტპანდემიურ პერიოდში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ჩვენი ქვეყნის აღდგენის პროცესში - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტის, ვერნერ ჰოიერის პირველი ვიზიტის შეფასებისას.როგორც მან აღნიშნა, ევროპის საინვესტიციო ბანკი მსოფლიოში უმსხვილესი დონორი ორგანიზაციაა და მას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები აქვს გამოყოფილი ჩვენს ქვეყანაში, როგორც სახელმწიფო, ისე საჯარო სექტორში.

„საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკს უკვე ინვესტირებული აქვს 2 მილიარდ ევრომდე. აქედან, 1,5 მილიარდი ევრო საჯარო, ხოლო, ნახევარ მილიარდ ევრომდე - კერძო სექტორში. ბანკის მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესია. შეგახსენებთ სფეროებს, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ. ესაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზის მონაკვეთები, ასევე, ენერგოსექტორი, საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებები და პროგრამები. ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა აღგვითქვა, რომ ბანკი პოსტპანდემიურ პერიოდში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ჩვენი ქვეყნის აღდგენის პროცესში და EIB-ის როლი ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაიზრდება. მინდა შეგახსენოთ, რომ 2016 წლიდან, ევროპის საინვესტიციო ბანკს უკვე აქვს ადგილობრივი წარმომადგენლობა, რაც კიდევ უფრო აადვილებს ამ კომუნიკაციას და ეფექტურს ხდის ჩვენს თანამშრომლობას“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ