დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

თუ შეზღუდვები გამკაცრდება, ეკონომიკას ჟანგბადი აღარ ექნება და ვეღარ ისუნთქებს - გიორგი ისაკაძე 31.03.2021 17:30

ეროვნული ბანკის მიერ 30 მარტს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3.4118 ლარს შეადგენს. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი ერთი დოლარი 3,4513 ლარად ივაჭრება.  

სავაჭრო პლატფორმაზე მიმდინარე ვაჭრობის შედეგები კომერციული ბანკებში არსებულ გაცვლით კურსზე უკვე აისახა. ამ დროისთვის, ბანკებში ერთი დოლარის შეძენა მაქსიმუმ 3,5350 ლარად, გაყიდვა კი 3.43 ლარად არის შესაძლებელი.

 

რაშია გამოსავალი? როგორ უნდა დასტაბილურდეს ლარის კურსი? ამის შესახებ ჯორჯიან თაიმსს ეკონომისტი გიორგი ისაკაძე ესაუბრა.

 

მისი თქმით,  გამოსავალი პოზიტიურ დღის წესრიგშია, რომელიც საქართველოში არ გვაქვს.

 

ჩვენს ქვეყანაში არ არის არცერთი ფაქტორი, ერთის გარდა, რომელიც ლარს გაამყარებს. საქართველო მოკლებულია ტრადიციულ შემოსავლებს, რაც  კურსს ამყარებდა. ერთადერთი, ლარის კურსს  ემიგრანტების გადმორიცხვები შველის, სხვადასხვა ადამიანების ანგარიშზე. სხვა პოზიტივში ვერცერთ ეკონომიკურ პარამეტრს ვერ აღმოაჩენთ.

 

იმის გათვალისწინებით, რომ პანდემია განგრძობითი აღმოჩნდა, ჩვენ მინუსებში გვიწევს მუშაობა. ვინმემ შეიძლება მითხრას  - რამ უნდა გაამყაროს ლარი? ამ ყველაფერს, ერთვება საგარეო ფაქტორებიც.  შეიცვალა თურქეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რამაც ლირის 15%-იანი გაუფასურება გამოიწვია. სულ რომ გვერდზე გადავდოთ თურქეთთან ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები, მარტო მოლოდინები პოზიტივისკენ არ წაგვიყვანს.


რჩება ჩვენი შიდა რესურსები, რომელიც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. იგულისხმება ეროვნული ბანკიც, რომელიც ამ თემაში მარტო არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ის აგებს პასუხს ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობაზე. აქ არის საჭირო პოზიტიური დღის წესრიგი, რომელიც ვერც გუშინ და ვერც გუშინწინ, ქვეყანაში ვერ შეიქმნა.  ამის ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო, პირობითად ვამბობ,  დენიელსონის დოკუმენტზე ხელის მოწერა, თუნდაც პოლიტიკოსების ხელის ჩამორთმევა და ერთად დაჯდომა, შემოსავლების აღდგენა, პანდემიაზე ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება და არადაფსიხებადა ყოველ დღე  ვაქცინის მილიონიანი პარტიის დაანონსება.


ასე მოვედით აქამდე. ვიღაცას ჰქონდა განცდა, რომ პანდემია იმაზე სწრაფად დასრულდებოდა, ვიდრე შეიძლებოდა. ეს ცოტა რთული გამოსაცნობი გახდა.


ახლა ჩვენ ვთხოვთ ეროვნულ ბანკს, რომ ხარჯოს რეზერვები, რომელიც ჩემი და თქვენი ვალებით აიღეს. ეს ხომ კაზინოზე უარესია, როცა შეიძლება ფუჭი ხარჯი აღმოჩნდეს,“- აცხადებს ეკონომისტი.

 

ლარის გაუფასურებასთან ერთად, ქვეყანაში პროდუქტზე ფასები კატასტროფულად გაიზარდა. როგორც გიორგი ისაკაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, ფასები ინფლაციური მომენტებიდან გამომდინარე უკვე გაზრდილი იყო და მასზე საკურსო სხვაობა მხოლოდ ამ დღებში აისახა.  

 

ყველას გარშემო უმთავრესი დაავიწყდა, - თუ რა გადაწყვეტილება მიიღო შარშან სემეკმა, როცა 3 წლის თავზე, პირველად არნახულად გაიზარდა კომუნალური გადასახადები. ფასების ზრდა აისახა თებერვალში და ასევე, მარტშიც. ამას დაემატა კურსის ეფექტი და ფასების ზრდა გარდაუვალი იყო, რადგან, ეს, პირველ რიგში ამაზე მოქმედებს,“- აღნიშნავს ისაკაძე.

 

ეკონომისტი საქართველოში საგარეო ვალის მატების საკითხსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ვალი გიორგი გახარიას პერიოდში გაიზარდა, რასაც, ცალსახად გადაწყვეტილების უალტერნატივობას უკავშირებს.

 

ჩვენ რეალურად ავიღეთ  და მოვიზიდეთ რესურსი, მილიარდნახევარი დოლარის ფარგლებში, ნაწილობრივ ამ თანხებში ევროც ფიგურირებს, რომელმაც მიმდინარე ხარჯი დააბალანსა. ეს არის ეპიდემიოლოგიური ხარჯი. ის 4 მილიარდი, რომელიც ჩვენი რეზერვიაამ ფულით არის შევსებული. ამიტომ ალტერნატივა იმისა, რომ ჩვენ გვესაუბრა კრედიტორებთან და მოგვეზიდა თანხები, - არ იყო. გადაზღვევაა აუცილებელი,  რომ საჭიროების შემთხვევაში კიდევ მოვიზიდოთ თანხები. ასევე, ჩნდება რისკები, რომ ჩვენი ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტში იმ საშიშ ნიშნულამდე მიდის, როდესაც ქვეყანა საინვესტიციოდ საინტერესო აღარ იქნება. ამიტომ, აქაც ზღვარია დასაცავი,“- აღნიშნავს გიორგი ისაკაძე.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება. ამ ეტაპზე შეზღუდვები იმ რეგიონებში დაწესდება, სადაც კორონავირუსის „კლასტერული შემთხვევებიგამოვლინდა. მისივე თქმით, ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქება გრძელდება, თუმცა, ეპიდვითარების გართულების შემთხვევაში, პრევენციული ზომები გამკაცრდება.

 

აღნიშნულ საკითხზე გიორგი ისაკაძე აცხადებს, რომ თუ შეზღუდვები გამკაცრდება, ეკონომიკას ჟანგბადი აღარ ექნება და   ვეღარ ისუნთქებს

 

თუ ვინმე არ არის დაინტერესებული დღეს, რომ ეკონომიკა და  სოციალური აქტივობა გარეთ შეიზღუდოს, მთავრობაა. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი შემცირებულია შემოსავლები ბიუჯეტსა და ხაზინაში. იმედი მაქვს, რომ ხელაღებით ჩაკეტვებს შევეშვებით და  წერტილოვანი შეზღუდვები იქნება. მაგრამ, ეპიდვითარება თუ გაუარესდა, არის გადაწყვეტილებები, რომლებიც უალტერნატივოდ მიიღება. მასიურ სიკვდილიანობას არავინ დაუშვებს,“- აცხადებს ჩვენთან საუბარში გიორგი ისაკაძე.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ