დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"კატასტროფული მდგომარეობაა“- რატომ შემცირდა უცხოური ინვესტიციები საქართველოში 10.06.2021 17:32

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის I კვარტალში 125.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 28.3 პროცენტით ნაკლებია. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად რეინვესტიციის მოცულობის შემცირება სახელდება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.

 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

 

პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 88.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 70.5 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება რუსეთი - 31.9 მლნ. აშშ დოლარით (25.4 პროცენტი), ხოლო მესამეზე თურქეთი - 24.5 აშშ დოლარით (19.5 პროცენტი).

 

 

აღნიშნულ  საკითხზე ჯორჯიან თაიმსს  “კავკასიის უნივერსიტეტისეკონომიკის სკოლის დეკან სოსო ბერიკაშვილი  ესაუბრა.


მისი თქმით, კატასტროფული მდგომარეობაა, რადგან ქვეყანაში ინვესტიციები პრაქტიკულად აღარ შემოდის.


ამის მიზეზი პანდემია, გარკვეულწილად, შარშან იყო. სწორედ მაშინ ინვესტიციები ძალიან შემცირდა. 2021 წლის პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით, კიდევ უფრო შემცირებულია. სულ 125 მილიონზეა საუბარი, როცა 2 წლის წინ, 300 მილიონზე მეტი იყოამის რაციონალური ახსნაც არსებობს, რადგან უცხოური ინვესტიციები არ დაკარგულა, ზოგი აღარ არის უცხოური და ბიზნესი ადგილობრივ მფლობელებზე გადავიდა და რეინვესტირება შემცირებულია. მაგრამ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა  არის ის, რომ ამ 125 მილიონში 70 მილიონი რეინვესტირებაა. ეს ნიშნავს, რომ ძველი ბიზნესები რაღაც ნაწილს ბიზნესში აბრუნებენ და ახალი არ შემოდის. ამის შესაცვლელად,  ქვეყანაში ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი,“- აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.

 

როგორც ის ჩვენთან საუბარში განმარტავს, პირველ რიგში, ქვეყანაში, დამოუკიდებელი სასამართლო უნდა არსებობდეს, რასაც პოლიტიკური ნება და შემდეგ უკვე ბევრი მუშაობა სჭირდება.


თუ არ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო, ინვესტორებს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა არ მოუნდებათ. სხვა უფრო კოსმეტიკური პრობლემებია, მაგალითად, შეიძლება კარგი პირობები შესთავაზო, გადასახადები დაუკლო. მთავარი პრობლემა მაინც, დამოუკიდებელი სასამართლოს არ არსებობაა. ეს პრობლემა რომ არ არსებობდეს, ინვესტიციების მოზიდვის მხრივ, ბევრად უკეთესი სიტუაცია გვექნებოდა. არსებობს ობიექტური მოვლენები, რისი გადაჭრაც ჩვენს ხელში არ არის, თუნდაც რუსეთის ამბავი, ოკუპაცია. გრძელვადიან პროექტებს, ეს, რა თქმა უნდა, აფერხებს, მაგრამ, ამას ჩვენ ვერ გადავჭრით. აისასამართლოს გათავისუფლება პოლიტიკური გავლენებისგან და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება, შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ. ბიზნესისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნავს სოსო ბერიკაშვილი.


კითხვაზე, როგორ უკავშირდება ერთმანეთს ინვესტიციების შემცირება და ეკონომიკის 45%-იანი ზრდა, გვპასუხობს:


ამ ორი საკითხის პირდაპირ შეთავსება არ შეიძლება. გასაგებია, რომ ინვესტიციების ზრდა ეკონომიკის ზრდისთვის საჭიროა, თუმცა, ჩვენ  შემცირება გვაქვს. ასეთი პირდაპირი კავშირი მათ შორის არ არის. ერთია, რომ ის წინასწარი შეფასებაა. მეორე ის, რომ საბაზისო, შარშანდელი ეკონომიკა იყო დაბალი და იმასთან შედარებით არის გაზრდილი. ჯერჯერობით ასეთი ზრდა მხოლოდ ერთ თვეში იყო დაფიქსირებული და ეს ინვესტიციებს არ უკავშირდება, ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი ამბებია. ჩვენ თუ გვინდა მდგრადი, გრძელვადიანი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, უცხოური ინვესტიციები სასიცოცხლოდ გვჭირდება.

 

ეს ინვესტიციები ჯამურად იმდენად მცირეა, რომ ერთმა პროექტმა შესაძლოა სურათი შეცვალოს. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ძირითადი ნაწილი ინვესტიციების საფინანსო სექტორზე მოდის, მაგრამ რეალურ ეკონომიკაში  მეტი ინვესტირება გვჭირდება,“ - განმარტავს სოსო ბერიკაშვილი.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ