დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

XX ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე ინვესტორი კომპანიები დაჯილდოვდნენ 02.12.2019 15:40

27 ნოემბერს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო საღამო და გალა ვახშამი გაიმართა. 

 

ტრადიციულად მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა. ღონისძიების ფარგლებში ბიზნესის ეროვნოვნული ჯილდოსა და  გრან პრის მფლობელი „ჯორჯიან პროდაქტსი“ გახდა.

 

XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო ღონისძიებაზე ინვესტორი კომპანიები დაჯილდოვდნენ.

 

ნომინაციაში - მწვანე ეკონომიკის ლიდერი, ელექტრო მობილების ინდუსტრიაში და განახლებადი ენერგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის,- ქართული ინდუსტრიული ჯგუფი  აი გრუპი -კახაბერ გულედანი დაჯილდოვდა.

აიგრუპის  და მის ქვეშ გაერთიანებული კომპანიების  უმთავრესი  ამოცანა  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შექმნა, ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის მდგრადი განვითარება და საქართველოს  მოწინავე ევროპული ქვეყნების გვერდით დგომაა!  

აი გრუპის  შექმნილი  და განხორციელებული უმნიშვნელოვანესი  პროექტები  უზრუნველყოფენ  მოქალაქის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებას  იცხოვროს ჯანმრთელ და უსაფრთხო გარემოში!

 

ნომინაციაში - ისტორიული ტრადიციების შენარჩუნებისა  და ბიომეღვინეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის,-კარდანახის ღვინის ქარხანა N1 - ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი დაჯილდოვდა.

კარდანახის მარანი N1  -- კონსტანტინე აფხაზის მიერ  აშენებული უნიკალური მარანია, რომელმაც ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს   მოხიბლა სახელგანთქმული     ფრანგი არქეოლოგი და  მოგზაური ბარონი დებაი.   კარდენახის მეღვინეობა  50 ტონა საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ღვინოს აწარმოებდა.  კომპანიის მიზანია განაახლოს და გაამდიდროს კარდანახის ისტორიული მეღვინეობა  და  გააცოცხლოს ისტორიული ადგილი.  

 „ისიამოვნეთ ჭიქა ღვინით ,რომელიც მოიცავს მდიდარ წარმოშობის ისტორიას და უნაკლო ტრადიციას  ღვინის დამზადებაში“ -- ასე გვეპატიჟება კარდანახის მარანი N1  ულამაზეს  კახეთში.

 

ნომინაციაში - კრეატიული გადაწყვეტილებები და ორიგინალური სტილი, არისტოკრატული  არქიტექტურული ტრენდის აღორძინებაში  შეტანილი წვლილისთვის, - ეკატერინეს სასახლე ლისზე - თეონა ზაქრაძე  დაჯილდოვდა.

ეკატერინეს სასახლე ლისზე,   სადაც   უკდავყოფილია  დადიანების, ჭავჭავაძეების და ბარათაშვილების  ლეგენდები და ისტორია.  თავად  სასახლე - სასტუმროს  შექმნის ინსპირაცია ულამაზესი  დედოფალი ეკატერინეა. კილომეტრის სიღრმიდან ამომავალი უნიკალური თერმული წყლის გარე აუზი და  უდიდესი  სპა,  სასტუმროს რეგიონში გამორჩეულს ხდის.  ყოველივე ამას  თან ერთვის  ძვირფასი  აზიური ქვით  მოპირკეთება და ლისის ტბის რაფსოდიები.

 

ნომინაციაში -ღვინის ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, -„სევსამორა რეზორტი და სპა” –  გიორგი გაგუა დაჯილდოვდა.

სევსამორა რეზორტი და სპა  მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა ზონაში, თბილისიდან  ოციოდე კილომეტრში, საგურამოში. 

სევსამორა რეზორტი და სპა    დამსვენებლებს 45 კომფორტულ სასტუმრო ნომერს, საოცარ  პრივატ სახლებსა და აუზებს სთავაზობს. აქვეა უნივერსალური სპორტული  და ბავშვთა სათამაშო მოედნები,  ტბორი  უზარმაზარ რეკრეაციულ ზონაში, ღვინის მარან-მუზეუმი კი საკოლექციო ვაზის ჯიშებით გვაოცებს.   აქვეა ასევე ბიო ვენახები, ხეხილის ბაღები, და  ქართული ჯიშის ხორბლის ყანები.

და ეს ყველაფერი სულ აქვე, საგურამოში,  კონკრეტულად კი  სევსამორა რეზორტი და სპაში.

 

ნომინაციაში - ქართული  ხორც-პროდუქტების ნაწარმის პირველი ექსპორტიორი კომპანია ევროკავშირის ქვეყნებსა  და აშშ - ში, გეოპროვიჟენი - ლევან ვაჩნაძე დაჯილდოვდა.

გეოპროვიჟენი  - შინაური ცხოველების საკვების მწარმოებელი პირველი ქართული კომპანიაა. 

ხარისხიანი პროდუქციის წარმოების მიზნით კომპანიამ  სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა ISO 22000 დანერგა.

გეოპროვიჟენი სულ მალე  პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში იწყებს, რაც აღნიშნულ ქვეყნებში ცხოველური წარმოშობის პროდუქციის საქართველოდან ექსპორტის პირველი უპრეცენდო შემთხვევაა. 

ამ მიზნით გეოპროვიჟენმა  ევროკომისიის აუდიტი მოიწვია და USDA APHIS -სგან აშშ-ში ცხოველების საკვების ექსპორტის უფლება მოიპოვა. 

 

ნომინაციაში - უმსხვილესი ინვესტორი, ინდუსტრიის ლიდერი, ქვეყნის სამშენებლო სფეროში შეტანილი წვლილისთვის, -ჯეოსთილი - ჯასპალ სინგი დაჯილდოვდა.

გლობალური მნიშვნელობის ქართული კომპანია. უმსხვილესი მეტალურგიული საწარმო საქართველოში! არმატურის წარმოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი სერთიფიკატი ”იუ ქეი ქეარზ“ მფლობელი, რაც მას უკრაინის, რუსეთის ევროპისა და აზიის ნებისმიერ სხვა  უმსხვილეს მეტალურგიულ საწარმოებთან ათანაბრებს. ჯეოსთილის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ეკოლოგიაზე და გარემოს დაცვაზე ზრუნვა. 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ