27 ნოემბერს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო საღამო და გალა ვახშამი გაიმართა.
ტრადიციულად მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა. ღონისძიების ფარგლებში ბიზნესის ეროვნოვნული ჯილდოსა და გრან პრის მფლობელი „ჯორჯიან პროდაქტსი“ გახდა.
XX ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე საკუთარი რჩეულები მხატვარმა და BD Art - ს პრეზიდენტმა ბესიკ დუღაშვილმა გამოავლინა. ჯილდოები მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს გიორგი ჯავრიშვილს და „ჯორჯიან თაიმსს“ გადასცა.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge