"ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ჰეროინის მოხმარებით განპირობებული ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაცია"- ალექსანდრე გეჯაძე

 დამოუკიდებელმა ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ჰეროინის მოხმარებით განპირობებული ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაციაა.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე პირველი კომენტარი, დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ გააკეთა. ის დასკვნას ეთანხმება და დოკუმენტზე მისი ხელმოწერაც არის. გეჯაძე ამბობს, რომ გარდაცვალება არ გამოუწვევია 5 ივლისს მიღებულ დაზიანებებს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა.

 

„დეტალურად შევისწავლე სამხარაულის საექსპერტო ბიუროს წევრის მიერ მოწოდებული საექსპერტო დასკვნის პროექტი. ბუნებრივია, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც საჭიროებდა ვიწრო-პროფილურ ცოდნას, მივიღე კონსულტაციები ჩვენი ექსპერტიზის ცენტრის ორი კონსულტანტისგან. შემდგომ გავაანალიზე და შევისწავლე რა მთლიანად ეს ლაბორატორიული კვლევისა და სხვა მონაცემები, მივედი საბოლოო დასკვნამდე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ჰეროინის მოხმარებით განპირობებული ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაცია, რამაც განაპირობა გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. შესაბამისად, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, დადგა სავალალო შედეგი.

 

მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე რაიმე დასკვნების გამოტანა არსებულ ტრავმასა და დამდგარ შედეგს შორის საფუძველმოკლებულია და ამავდროულად, ხელის შემწყობი ფონიც გამორიცხულია ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გეჯაძემ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 

 

 

 

მსგავსი სიახლეები