მოხდა თუ არა ჟენევის მოლაპარაკების დროს ფარული შეთანხმება? - რას წერს უცხოური პრესა

რუსული „იზვესტია“ (Известия) სათაურით „შესაძლოა ჟენევის მოლაპარაკების დროს ფარული შეთანხმება მოხდა“ ბეჭდავს ინტერვიუს პოლიტოლოგ ალექსანდრე რართან, რომელშიც ექსპერტი ამბობს, რომ ამერიკას არ შეუძლია ღიად განაცხადოს საქართველოსა და უკრაინისათვის ნატოში მიღების აკრძალვა, მაგრამ ამის სანაცვლოდ არა არის გამორიცხული, რომ აშშ-მა რიგ საკითხებში უკან დაიხია და ამას საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს.

 

„მთავარი ისაა, რომ პროცესი ადგილიდან დაიძრა, მხარეებმა ერთმანეთის მოსმენა დაიწყეს და არის შეთანხმების მიღწევის ვარიანტი... ვფიქრობ, ამერიკას, გასაგები მიზეზების გამო, არ შეუძლია ყველას გასაგონად განაცხადოს, რომ უკრაინისა და საქართველოს ადგილი ნატოში არ არისო, მაგრამ ვაშინგტონს შეუძლია ამ საკითხზე თვით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში იმოქმედოს. სხვათა შორის, ნატოს წესდების მიხედვით, საქართველოსა და უკრაინას ამ ორგანიზაციაში შესვლა არ შეუძლიათ, რადგან ორივეს ტერიტორიული კონფლიქტები აქვთ მოსაგვარებელი. ამერიკას შეუძლია არასაჯაროდ აღუთქვას რუსეთს, რომ მის საზღვრებთან ახლოს რაიმე მსხვილმასშტაბიან სამხედრო მანევრებს არ ჩაატარებს ან ხელს არ შეუწყობს რაიმე ომის გაჩაღებას.

 

მოლაპარაკების შედეგებს, ალბათ, საკმაო ხნის შემდეგ გავიგებთ. ევროპელები, ალბათ, გაბრაზებულები არიან, რომ მათ ჟენევაში არ დაუძახეს. მართალია, არასასიამოვნოა, რომ ორი სახელმწიფო ევროპულ პრობლემებს მათ გარეშე იხილავს, მაგრამ ეს რეალობაა“, - ამბობს პოლიტოლოგი.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები