დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"დაველოდოთ პირველი განადგურებულის კადრებს" - გიგა ინაშვილი 26.04.2022 16:13

"ხარკოვთან გამოჩნდა პრაქტიკულად რუსულ საბრძოლო ქვედანაყოფებში შეიარაღებაზე არსებული ყველაზე თანამედროვე ტანკი,  Т-90М Прорыв-3", - წერს შეიარაღების ექსპერტი გიგა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

 

"ტანკს უყენია Афганит-ის უახლესი აქტიური დაცვის სისტემის ელემენტები, Реликт ის ტიპის დინამიკური დაცვის ელემენტები. ახალი ქვემეხი  2А46-М5.

 

ამ კონკრეტულზე "ნაკიდკას" ტიპის შესანიღბი ხალათიც გადაუფარებიათ სითბური და რადიოლოკაციური სიგნატურის შესამცირებლად. 

 

ცეცხლის მართვის სისტემა დაყენებულია Калина-ს ტიპის რომელიც თავის მხრივ მოიცავს:

 

1) მეთაურის პანორამულ, ჰანტერ-კილერ ოპტიკურ სამიზნეს ПК ПАН "Соколиный глаз".

 

2) მემიზნე-ოპერატორის კომბინირებულ სამიზნეს Сосна-У.

 

3) მძღოლ-მექანიკოსის სამ არხიანი ვიზირი ТВН-10. 

 

4) ლაზერული დასხივების დეტექციის სისტემა ТШУ-1-2М. 

 

5) ახალი სტაბილიზატორი 2Э58. 

 

6) სამიზნის გაცილების სისტემა პროგრამული სოფტით. 

 

7)  ბრძოლის ველის საინფორმაციო უზრუნვდლყოფის, მართვის და კავშირის სისტემა ЕСУ ТЗ.

 

......

 

2020 წლიდან დღემდე მაქსიმუმ 80 ცალია დამზადებული. 

 

დაველოდოთ პირველი განადგურებულის კადრებს", - წერს ინაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ