ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" პრემიერა შედგა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" საპრემიერო ჩვენებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

 

 

ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოების „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" მიხედვით, ექსპერიმენტული და ახლებური ხედვით დადგმული სპექტაკლი, მაყურებელს რეჟისორმა ელენე მაცხონიშვილმა შესთავაზა. სპექტაკლში ერთმანეთთან სინთეზურად არის შერწყმული ელექტრონული და კლასიკური მუსიკალური ჟანრის ნაწარმოებები. საგანგებოდ სპექტაკლისთვის, ვახტანგ ქორიძის მიერ შეიქმნა ფაქიზოსა და მურადას თოჯინები. ექსპერიმენტული წარმოდგენა ეძღვნება ომს, ომში მყოფ ადამიანებს, მათ ურთიერთობას ერთმანეთთან და გარე სამყაროსთან. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: კახა გაბელაია, მერაბ შარიქაძე, ნაირა გელაძე, ხატია მელქაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, ლაშა გრძელიძე, სანდრო ლილუაშვილი, სოფიო ფერაძე, ნინო პაპიაშვილი, ლანა მანაგაძე, მაია მალხაზიშვილი.

 



ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები