დღე: 27

ღამე: 18

USD 2.9289

EUR 3.0821

"საყმაწვილო სენი" - რუსთავის თეატრი მორიგი პრემიერის სამზადისშია!

კრიზისი გარდატეხის ასაკში და პასუხისმგებლობისა და ერთგულების მთავარი ძალა, რომელიც ყველა სენს ამარცხებს!


რუსთავის თეატრი მორიგი პრემიერის სამზადისშია!


 

14 და 15 მაისს, 20 სთ-ზე, რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე რეჟისორი სოსო ნემსაძე კოტე ჯანდიერის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს - ,,საყმაწვილო სენი“ წარმოადგენს. ეს უკვე მეორე სპექტაკლია, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისა და რუსთავის თეატრის შორის გაფორმებული  მემორანდუმის ფარგლებში დაიდგა.


საყმაწვილო სენი მოზარდობის ხანის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, სადაც თავს ერთად იყრის: ცხოვრებისეული კრიზისული ეტაპის დასაწყისი,  შიში, განსაცდელი, დაბრკოლება, გაუცნობიერებელი ქმედება და საფრთხე, რომელმაც საკუთარი თავიცა და სხვაც ერთნაირად შეიძლება დააზარალოს.  სად  არის გამოსავალი?! ძალაში?! რომელიც  გმირობის ტოლფასიც კი შეიძლება აღმოჩნდეს, როდესაც განსაცდელში მოულოდნელად აღამოჩენილ,  საზოგადოებისგან გარიყულთა სიის კანდიდატ მეგობარს  სათანადო დახმარებას უწევ და სიკვდილის კლანჭებიდანაც ახერხებ მის გამოხსნას. რა ხდება ბოლოს, ფინალში? ცრუ განგაში და ...  ,,ჰეფი ენდი“ სიხარული ყველასია.


კოტე ჯანდიერის ,,საყმაწვილო სენი“ ქართული ამბავია, ყველა მისი შტრიხით, პერსონაჟთა ხასიათითა თუ ქმედებით. დრამატურგი, მის შემოქმედებაში სწორედ ქართულ ისტორიებს აცოცხლებს, რომელიც სცენაზე კიდევ უფრო ორგანული და ნატურალური  ხდება.


 რუსთავის თეატრი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს  რეპერტუარში ქართული დრამატურგიის სიჭარბეს. ამ დროისათვის რუსთავის თეატრის მაყურებელს კოტე ჯანდიერის ორი პიესის ,,ელექტრიკოსისა“ და ,,საყმაწვილო სენის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლების ნახვა შეეძლება.


შემოქმედებითი ჯგუფი


რეჟისორი და ინსცენირების ავტორი - სოსო ნემსაძე


მხატვარი - შოთა ბაგალიშვილი


კოსტიუმების მხატვარი - თათია კევლიშვილი


სასცენო მოძრაობა - შოთა გეგიაძე


სპექტაკლში გამოყენებულია tiger lilies კომპოზიციები.


 

მონაწილეობენ: ეკატერინე (კატო) კვარაცხელია, მარიამ ქანთარია, ლაშაო გაბუნია, ალექსანდრა თელია, ლაშა მებუკე, ნანა (ნანუკა) იოსელიანი, ნანა ბიბილაშვილი, ნიკოლოზ გაგნიძე, ირაკლი ჯიშკარიანი, ნია ტოგონიძე, ნიკოლოზ გვაზავა


ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ