დღე: 11

ღამე: 4

USD 2.7374

EUR 2.9058

ვინ ელევა და ვინ ვერ ელევა რუსულ ენერგორესურსებს 21.05.2022 22:57

ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ, რუსეთის შურისძიებამ არ დააყოვნა, "გაზპრომმა" ფინეთს გაზის მიწოდება შეუჩერა. ბოლო ორ თვეში ბულგარეთისა და პოლონეთის შემდეგ ფინეთი უკვე მესამე სახელმწიფოა, სადაც რუსული ბუნებრივი აირი აღარ შევა. ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანიაში აცახდებენ, რომ ასეთი ვითარებისთვის მზად იყვნენ.

ფინეთში, რომელიც რუსულ გაზზე 6 პროცენტით არის დამოკიდებული, აცხადებენ, რომ რუსული ომის მანქანის დაფინანსებას და გაზის საფასურის რუბლში გადახდას არ აპირებენ.

ფინეთისგან განსხვავებით, რუსულ ბუნებრივ აირზე უარის თქმა გაუჭირდება გერმანიას, რომელიც მოსკოვისგან ყველაზე დიდი რაოდენობით გაზს იღებს. ომის დაწყებიდან ბერლინი რუსეთს გაზში ყოველდღიურად 220 მილიონ ევროს უხდის. გერმანია ალტერნატივას ყატართან თანამშრომლობაში ხედავს, თხევადი გაზისთვის 2 ტერმინალის მშენებლობა უკვე დაიწყო, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ახალ პარტნიორთან თანამშრომლობის დასაწყებად, ბერლინს დიდ დრო და თანხა დასჭირდება.

შეიძენს თუ არა ენერგორესურსებს გერმანია ყატარისგან და თანაც გაცილებით ძვირად, ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა. თუმცა, პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანია და იტალია გაზის შეძენას რუსეთისგან გააგრძელებენ.

"როიტერის" ცნობით, ორმა ქვეყანამ რუსული გაზის შესაძენად ადგილობრივ კომპანიებს ანგარიშების რუბლში გახსნის უფლება მისცა. როგორც გამოცემა წერს, ორივე სახელმწიფომ გადაწყვეტილება ევროკავშირთან დისკუსიის შედეგად მიიღო. ამ გზით იტალიაც და გერმანიაც რუსული გაზის შესყიდვას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევის გარეშე გააგრძელებენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ