დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

აშშ-ის მოქალაქეებს შორის, რომელთაც რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, გარდაცვლილი პირებიც არიან 22.05.2022 00:30

963 ამერიკელს შორის, რომლებსაც რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, სამი ყოფილი, გარდაცვლილი სენატორია. ამის შესახებ უკრაინული მედია „ამერიკის ხმაზე“ დაყრდნობით იუწყება.

სიაში რამდენიმე ადამიანის გასწვრივ პირდაპირ არის მითითებული, რომ ისინი გარდაცვლილები არიან.

მედიის ცნობით, რუსეთში შესვლის აკრძალვა შეეხოთ „რესპუბლიკელ“ ყოფილ სენატორებს – ჯონ მაკკეინსა და ორინ გეთჩს, ასევე „დემოკრატ“ ყოფილ სენატორ ჰარი რიდს. ჯონ მაკკეინი 2018 წელს გარდაიცვალა, ჰარი რიდი 2021 წლის დეკემბერში, ხოლო ორინ გეთჩი კი, მიმდინარე წლის მაისში.

ამასთან, მედიის ცნობით, რუსეთში შესვლა ასევე აეკრძალა სხვა გარდაცვლილ ადამიანებსაც – ყოფილ კონგრესმენ ელსი ჰასტინგს, რომელიც 2021 წელს გარდაიცვალა, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ პირველ მოადგილე მელისა დრისკოს, ყოფილ მოსამართლე სტივენ ონილსა და ყოფილ სამხედრო ოფიცერ ჯერემი სივიტს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ