თიბისი ონლაინ ბიზნესებს გადახდის მარტივ და ინოვაციურ გზას - ბმულით გადახდას სთავაზობს 16.06.2022 11:51

თიბისი ბიზნესის მხარდასაჭერად კიდევ ერთ ტექნოლოგიურ სიახლეს ნერგავს. მცირე ონლაინ ბიზნესებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისიმ ონლაინ გადახდის ახალი პროდუქტი - ბმულით გადახდა შექმნა.


მცირე ონლაინ ბიზნესების უდიდესი ნაწილი, ვებ გვერდის გარეშე ოპერირებს ონლაინ სივრცეში, რადგან ვებგვერდის შექმნა და მართვა ხარჯებთან და დამატებით ადამიანურ რესურსებთან არის დაკავშირებული. ასეთი ონლაინ მაღაზიები, პროდუქტის გაყიდვისას უპირატესობას სოციალური ქსელებს - ფეისბუქს და ინსტაგრამს ანიჭებენ.


ონლაინ მაღაზიის წარმომადგენელს თავად შეუძლია შექმნას ბმული და მომხმარებელს გაუზიაროს ელ-ფოსტით, ჩატის მეშვეობით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით და მომენტალურად მიიღოს გადახდა.


ონლაინ გადახდა მომხმარებლისთვისაც ძალიან მარტივი და კომფორტულია, რადგან იგი თავად ირჩევს გადახდის სასურველ გზას: ბარათით, ქიუარით, ინტერნეტ და მობაილბანკით, ერთგული ქულებით, Apple Pay-თ ან განვადებით.


თიბისის ბმულით გადახდის გააქტიურებით,  ბიზნესი არა მხოლოდ იღებს გადახდას  მარტივად, არამედ შესაძლებლობა ეძლევა სრულფასონად მართოს ონლაინ შეკვეთები, სპეციალური სამართავი სივრცის მეშვეობით. ამ სივრციდან ბიზნესის წარმომადგენელს შეუძლია გადახდის ბმულის გენერირება, პროდუქციის კალათის დამატება და რედაქტირება და ტრანზაქციების ამონაწერის ნახვა.

 

R

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/