დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ფილმი "მისტიკური საქართველო'' ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა 21.06.2022 15:06

სამცხე-ჯავახეთის შესახებ გადაღებულმა ფილმმა - "მისტიკური საქართველო'' - თურქეთში, საერთაშორისო სატელევიზიო ტურისტული ფილმების ფესტივალზე, ოქროს ჯილდო მოიპოვა. 

 

პროექტი: "გელოდებით სტუმრად - ზურა დვალთან ერთად" კი, საერთაშორისო ჟიურის რჩეული გახდა. 

 

 

ფესტივალზე გამარჯვებული ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი  ირინა ხანგოშვილია. წამყვანი - ზურაბ დვალი, ოპერატორი - თეიმურაზ გაბაშვილი.

 

 

ირინა ხანგოშვილის საავტორო პროექტი უკვე  8 წელია, რაც საქართველოსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადის ეთერში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს პოპულარიზაციასა და ტურიზმის განვითარებაში. პროექტი თანამშრომლობს რადიო თავისუფლების არხთან ,,ნამდვილი დრო". გადამღებ ჯგუფს, ჯამში განხორციელებული აქვს 300-ზე მეტი სატელევიზიო პროექტი და მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ