დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

"იკივლეთ, იწივლეთ, მაგიდებზე იხტუნავეთ, სხვა მეტი არაფერი იცით..." - ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციას 22.06.2022 17:20

"პოლიტიკა, როგორც გუგულის ბუდე" 

 

ერთადერთი ქმედითი ნაბიჯი დეპოლარიზების გზაზე,რაც ახლა ოპოზიციას შეუძლია კონსტრუქციული ნაბიჯია, თუმცა ეს არც მათ ბუნებაში ჯდება და არც რადიკალურ წტარტეგიაში..., - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.


"იმიტომ, რომ ამ ხალხის 90% სხვის ხარჯზე ცხოვრობს 30 წელზე მეტია, პარტიიდან პარტიაში დარბიან, პრინციპებს წინდებივით იცვლიან, პოლიტიკურ პარაზიტებად ჩამოყალიბდნენ,რომელთაც არავისთან აქვთ ვალდებულება გარდა საკუთარი მერკანტილური ბუნებისა...

 

მთავარია დაიჭირონ მომენტი, რომ სხვის ბუდეში ჩააწყონ კვერცხები, ხელი მოითბონ, პირადი ამბიციები დაიკმაყოფილონ და კვლავ დაიწყონ ახალი ბუდის ძებნა...

 

ახლაც ზუსტად იგივე პროცესია...

 

მიუხედავად რეალობისა, რომ საქართველო თითქმის ყველა პარამეტრით (კორუფციის ინდექსი, გამჭვირვალობა, კორუფციასთან ბრძოლა,დემოკრატიის ხარისხი და ა.შ.) რეგიონში ლიდერია და მოლდოვა-უკრაინასაც უსწრებს, მაინც ცდილობენ იაფფასიანი შოუ მოაწყონ პარლამენტში ხტუნვით ,ყვირილით და "ფსევდოევროპული" მისწრაფებების სახელით...

 

თუმცა, მათი პარატიზული  ბუნება კარგად გამოააშკარავა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როდესაც რეალური ნამოქმედარი შეუფასა და ღალატის პარტია უწოდა...

 

ჰო და იკივლეთ, იწივლეთ, მაგიდებზე იხტუნავეთ, სხვა მეტი არაფერი იცით..." - წერს ქადაგიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ