დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"ქალბატონმა სალომემ ისრები კვლავ მთავრობისკენ მიმართა. სამარცხვინოა!" - დავით ზარდიაშვილი 23.06.2022 12:53

ძალიან, მეტისმეტად გულსატკენი იყო პრეზიდენტის გამოსვლა. ამ ვითარებაში, როცა ე.წ. ოპოზიციამ, სინამდვილეში კი თავგასულმა, აჟიტირებულმა ბრბომ, სცადა პარლამენტში ყოვლად გაუმართლებელი ობსტრუქციის მოწყობა, ქ-ნმა სალომემ ისრები კვლავ მთავრობისკენ მიმართა. სამარცხვინოა!, - ასე ხმაურება ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას. 

 

"ბრბო, რომელიც "პროევროპულობას" იჩემებს, ევროპისა და საქართველოს დასავლური მისწრაფებების უკიდურეს დისკრედიტაციას ახდენს. ამ დროს პრეზიდენტის პროევროპულობაცა და ზეპარტიულობაც  სხვას არც არაფერს უნდა ნიშნავდეს, თუ არა ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ, სიმართლის მხარეს დადგომას! აზრს მოკლებული და უკვე გულისგამაწვრილებელი ქადაგება პოლარიზაციის შემცირებაზე და რაც მთავარია, ამაში ორივე მხარის ერთნაირად დამუნათება, უდავოდ - მავნე და კონტროპროდუქტიულია. უარესიც: იქმნება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტიც ასევე მთავრობას უტევს და ნებსით თუ უნებლიედ, ანტი-სამთავრობო შეთქმულების, რაც უფრო და უფრო მკაფიო კონტურებს იღებს,  მონაწილეა!

 

კიდევ უფრო უარესიც: იმ ანტი-ქართული რეზოლუციისა და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით აშკარად საქართველოს მიმართ დისკრიმინაციული გადაწყვეტილების შემდგომ,  თუკი ევროკავშირის წამყვანი პოლიტიკოსები მკვეთრად არ გაემიჯნებიან ამ ექსტრემისტული ოპოზიციის ყოვლად ამაზრზენ დესტრუციულ კურსს, მათ რევოლუციურ ჭინთვებს,რაც დღეს უკვე აჟიტირებული ბრბოს წრეგადასულ თავგასულობად გამოიყურებოდა პარლამენტში, არ დაგმობენ ყოველივე ამას, მაშინ - ისინიც, ნებსით თუ უნებლიედ ხდებიან  ამ შეთქმულების მონაწილენი. ეს კი ევროპული იდეის თუ არ, დღევანდელი ევროკავშირის სრულ გაკოტრებასა ნიშნავს საქართველოში. სავალალოა!", - წერს დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში.

 

ცნობისათვის, პრეზიდენტის განცხადებით, პრემიერის ანგარიშის მოსმენისას, პარლამენტში გამოჩნდა დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, ერთმანეთის არმოსმენა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ