დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საქართველოს, შეიძლება ითქვას, რომ ერთი ნაბიჯით უკანაა, მაგრამ აქვს პოტენციალი, რომ გახდეს კანდიდატი - ნიდერლანდების პრემიერი 23.06.2022 20:00

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, აბსოლუტურად. ჩვენ ვეთანხმებით კომისიას, ეს არის ნათელი ევროპული პერსპექტივა მოლდოვასთვის, უკრაინისა და საქართველოსთვის, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა.

 

ამასთან, მარკ რუტე ამბობს, რომ ნიდერლანდები მუშაობს საქართველოსთან ერთად, ეხმარება მას, მივიდეს იმ დონეზე, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

 

„სამივე ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, კერძოდ, საქართველოს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ევროპული პერსპექტივა და ამბიციები ნათლად არის აღნიშნული. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მათთან.

ნიდერლანდები მუშაობს საქართველოსთან ერთად, ვეხმარებით მას, მივიდეს იმ დონეზე, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რატომ დღეს არა? იმიტომ, რომ კომიისის დასკვნა არის მკაფიო და ვეყრდნობით, რომ მოლდოვას და უკრაინას აქვს მეტი პროგრესი, საკმარისი, რომ მიეღოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასაწყებად ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. რაც შეეხება საქართველოს, შეიძლება ითქვას, რომ ერთი ნაბიჯით უკანაა, მაგრამ აქვს პოტენციალი, რომ გახდეს კანდიდატი. ვიტყოდი, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა და არა ცარიელი.

 

დღეს ქართველი რომ ვიყო, იმედი მაქვს, ხალხი ხედავს ევროკავშირისგან მკაფიო ვალდებულებას, რომ აღიაროს საქართველოს ევროპული ამბიცია, მაგრამ ასევე ვეუბნებით საქართველოს – მოდი, ცოტა მეტია გასაკეთებელი“, – აღნიშნა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ