დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"როგორ და რატომ მიიღო კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ?"- ზაალ ანჯაფარიძე 24.06.2022 03:45

„24 თებერვლის შემდეგ მოლდოვამ აჩვენა, რომ უკრაინის ომის კონტექსტში ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია“_- წერს სოციალურ ქსელში  ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე

 

СНГ-წევრი მოლდოვის ხელმძღვანელობამ ევროკავშირში გაწევრიანების განცხადებას ხელი 2022 წლის 3 მარტს, უკრაინისა და საქართველოს განაცხადიდან რამდენიმე დღეში მოაწერა. (მანამდე ეტყობა ფიქრობდნენ რუსეთში ამას როგორ აღიქვამდნენ). მათ მიერ განაცხადის სწრაფად წარდგენაზე  გავლენა მოახდინა „ასოცირების ტრიოს“ ორი სხვა სახელმწიფოს ჟესტმა.

თუმცა, შემდეგ მოლდოვამ აშკარად იყოჩაღა. მან ერთ თვეში შეავსო ევროკავშირის კითხვარი, მაშინ როდესაც უკვე კანდიდატ ქვეყნებს ალბანეთს,  ჩრდ. მაკედონიას 4 თვე დასჭირდათ, სერბეთს კი 14 თვე

ბოლო სამი თვის განმავლობაში მოლდოვას ევროკავშირის ქვეყნების მაღალჩინოსნების 30-ზე მეტი დელეგაცია ეწვია.

ამ მოვლენებმა, აპრილის დასაწყისში საფრანგეთის, გერმანიისა და რუმინეთის ინიციატივით „მოლდოვას მხარდაჭერის პლატფორმის“ დაწყებასთან ერთად, ხელი შეუწყო ევროპის ქვეყნებსა და მოლდოვას  შორის ურთიერთქმედების ახალ დონეზე აყვანას.

ევროკავშირის ქვეყნებში ლტოლვილთა ნაკადის ორგანიზებული მართვა, ევროკავშირიდან უკრაინაში კომერციული და ჰუმანიტარული ტრანსპორტის ტრანზიტის უზრუნველყოფა და კიდევ სხვა ქმედებებით (ამაზე მოგვიანებით), დაუმტკიცა ევროკავშირს, რომ მათთან არის.

ესაა და ეს“- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ