დღე: 12

ღამე: -1

USD 2.8563

EUR 2.9651

რა წერია ევროკავშირის სამიტის უკრაინის შესახებ არსებულ დასკვნაში 24.06.2022 13:06

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი შეაჩეროს. ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის უკრაინის შესახებ არსებულ დასკვნაშია ნათქვამი.

 

„სანქციების მეექვსე პაკეტის მიღება კიდევ უფრო მეტად აძლიერებს წნეხს რუსეთზე და მიზნად ისახავს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შეჩერებას. გაგრძელდება მუშაობა სანქციებზე, მათ შორის, სანქციების შესრულების გამკაცრებისა და მათთვის გვერდის ავლის პრევენციის მიმართულებით.

 

ევროპული საბჭო მოუწოდებს ყველა ქვეყანას, შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს, კერძოდ, კანდიდატი ქვეყნები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

ევროკავშირის ლიდერები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია "სწრაფად დასრულდეს მუშაობა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევის ევროკავშირის დანაშაულთა სიაში შეტანის შესახებ".

 

 

ამასთან, დასკვნაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის სამიტის მიმდინარეობისას განხილულ იქნა რუსეთის დაპყრობითი ომი უკრაინის წინააღმდეგ მის სხვადასხვა განზომილებაში.

 

 

„ევროპული საბჭო აცხადებს, რომ ის მყარად უჭერს მხარს უკრაინას და ევროკავშირი მომავალშიც გაუწევს ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის ეკონომიკურ, სამხედრო, სოციალურ და ფინანსურ მდგრადობას, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების მიმართულებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

ევროპული საბჭო ასევე მკაცრად გმობს რუსეთის განურჩეველ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი და აღჭურვილობა უკრაინის ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები