დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ბრიუსელში გაემგზავრნენ 26.06.2022 12:27

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ბრიუსელში გაემგზავრნენ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ინფორმაციით, პოლიტიკოსები ევროკავშირის დედაქალაქში მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე საუბარი საქართველოს ევროინტეგრაციის გზას შეეხება

"ევროკავშირის დედაქალაქის, ბრიუსელის გზას შევუდექით. მაღალი რანგის უმნიშვნელოვანესი ვიზიტია. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზას არ ასცდეს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები