დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"გილოცავთ, პრემიერო! ქართველ ხალხთან ერთად ძალიან ბევრი საქმეები გაქვთ საკეთებელი" 28.06.2022 13:48

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დაბადების დღეს ულოცავს:

 

"დაბადების დღეს გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ, პრემიერო - მადლობა, რომ არსებობთ!

 

პირადად გლდანის ციხესთან გავიცანი. საკმაოდ ბნელოდა. თამაზ თამაზაშვილის პატიმრობას და სააკაშვილის ხროვის მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულს ვაპროტესტებდით. აქეთ იდგა, კუთხეში, მოწყენილი იყო, ნერვიულობდა. 

 

ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. კი, ალბათო, ხელი ჩამომართვა. მისი ხელიდან ისეთი ენერგია წამოვიდა, გამიკვირდა, დღემდე ვგრძნობ - ეს იყო რაღაც განსაკუთრებული ძალა. 

 

მერე რაც იყო და როგორც იყო, იცით - მის მაღალ თანამდებობებს მოჰყვა ფარისეველთა შემოსევა და რამდენიმეწლიანი პაუზა. ვფიქრობ, ის წლები საქართველომ უფრო დაკარგა, ვიდრე ირაკლიმ. მაშინ ახალგაზრდა იყო, ვერც კი იფიქრებდა, ირგვლივ ამდენი მოღალატე თუ გამოუჩნდებოდა. სამწუხაროდ, ეს ჩვენი, ქართველების სენია.

 

მას მერე საკმაო დრო გავიდა... ირაკლი ღარიბაშვილი აღარ არის იმავე ასაკში, ეს ეტყობა კიდევაც ყველა მიმართულებით - რაც მთავარია, მან იცის, როგორ მოიგერიოს ქვეყნის მტრები და როგორ გაიყვანოს საქართველო სამშვიდობოს. 

 

სადღეგრძელოს არ ვამბობ: რომ არა ირაკლი თავის გარემოცვასთან ერთად, დღეს აქ ყველაფერი თავზე გვექნებოდა ჩამონგრეული და ჩვენი მიწა სისხლით იქნებოდა მორწყული. მოხდებოდა ზუსტად ის, რაც ხდება უკრაინაში!

 

ჩვენ წაგებული ომებისთვის არ გვცალია, ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ მშვიდობიანი მეთოდებით. ჩვენ სისხლისგან ვეღარ დავიცლებით!

 

გილოცავთ, პრემიერო!

თქვენ ქართველ ხალხთან ერთად ძალიან ბევრი საქმეები გაქვთ საკეთებელი, გისურვებთ წარმატებებს!

ახლაც, 10 წლის შემდეგ, იმავეს გეტყვით: ყველაფერი კარგად იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. მადლობა, რომ არსებობთ!" - წერს  გელა ზედელაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ