წმინდა პეტრეს ტაძარში წირვის ჩატარებამდე, პაპი ფრანცისკე ვატიკანში მყოფ ქართველ მგალობელთა გუნდსა და სახელმწიფო დელეგაციას შეხვდა.
ქართული გალობის მოსმენის შემდეგ პაპმა სანაქებო სიტყვები არ დაიშურა და განაცხადა, „ქართველებს ძალიან კარგი მუსიკა და კარგი ღვინო გაქვთ“.
ქართული ღვინო პაპ ფრანცისკეს საქართველოში წმინდა საყდრის დესპანმა, არქიეპისკოპოსმა ჟოზე აველინო ბეტანკურმა გაუგზავნა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge