დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"მოულოდნელი იყო ჩვენთვის აღნიშნული ჯილდოს მიღება" - "პეტროკას ენერჯი ჯორჯია"-ს წარმომადგენელი დავით ნაკაიძე 01.07.2022 14:09

საგურამოში, „სევსამორა რეზორტი და სპა“ -ს- კომპლექსში, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის რიგით XXII საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

 

გალა საღამოზე, ტრადიციულად, რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. კომპეტენტურმა ჟიურიმ კი, წლის საუკეთესო ინვესტორი,   ბიუჯეტში მსხვილი გადამხდელი კომპანია,  საუკეთესო დამსაქმებელო, წლის CSR, უმსხვილესი ექსპორტიორი და იმპორტიორი  გამოავლინა. მედიამ - რჩეულ ბიზნესი დაასახელა, ხოლო ბიზნესმა -  რჩეული მედია.

 

XXII ბიზნეს რეიტინგის გამარჯვებული, ბიზნესის ეროვნული ჯილდოსა და გრან-პრის მფლობელი კომპანია  "პეტროკას ენერჯი ჯორჯია" - ივანე ნაკაიძე გახდა.

 

ღონისძიების მნიშვნელობისა და ჯილდოს შესახებ "პეტროკას ენერჯი ჯორჯია"- ს წარმომადგენელმა,  დავით ნაკაიძემ "ჯორჯიან თაიმსთან" ისაუბრა:

 

„პირველ რიგში, მადლობას მოვახსენებ მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსს“ დღევანდელი დღისთვის. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ბიზნესის წახალისებას მართლაც რომ უწყობს ხელს.

 

რაც შეეხება გამარჯვებას, მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩვენთვის აღნიშნული ჯილდოს მიღება. ამიტომ, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი კომპანიის ყველა თანამშრომელს. მათი დამსახურებაა, რომ აღნიშნული ჯილდოს მფლობელები გავხდით", - განაცხადა  დავით ნაკაიძემ. 

 

 

ცნობისათვის, პროექტის მიზანია ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს - ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ