დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების მხარდამჭერები და სპონსორები 01.07.2022 15:26

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს  რეიტინგის XXII გრანდიოზული, საზეიმო ცერემონიალი, საგურამოში, „სევსამორა რეზორტი და სპა“- ს კომპლექსში გაიმართა. გალა საღამოზე, ტრადიციულად, რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ბიზნესის ეროვნული ჯილდოს, გრან-პრის მფლობელი კომპანია "პეტროკას ენერჯი ჯორჯია" - ივანე ნაკაიძე გახდა და მას ხელნაკეთი, ექსკლუზიური კომპოზიცია „ოქროს ბოლნური ჯვარი“ გადაეცა.

 

ღონისძიებაზე კომპეტენტურმა ჟიურიმ კი საკუთარი რჩეული კომპანიები დაასახელა. უმსხვილეს ექსპორტიორ კომპანიად „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი“  აირჩიეს, ხოლო უმსხვილეს იმპორტიორად - „პეტროკასი“ და „კავკასიის ავტო იმპორტი" დაასახელეს.

 

კატეგორიაში წლის CSR, ჯილდო კომპანია „არემჯის“ გადაეცა.

 

ჟიურიმ კატეგორიაში უმსხვილესი შენატანი ბიუჯეტში და საუკეთესო დამსაქმებელი -  კომპანია „სოკარი“ დაასახელა.

 

კომპეტენტურმა ჟიურიმ წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიად „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი“ და „კასს ლენდი“ დაასახელდა და Investment Award -ის გარდამავალი ჯილდო („ზარაფხანას“ მიერ შექმნილი ექსკლუზიური კომპოზიცია - „მერიდიანი“) გადასცა. 

 

 

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ:

ქალაქ თბილისის მერია;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

ფინანსთა სამინსიტრო.

 

ბიზნეს რეიტინგის სპონსორები იყვნენ:

ოქროს სპონსორია - პეტროკას ენერჯი ჯგუფი;

ალმასის სპონსორი - ზარაფხანა;

გენერალური სპონსორი - სოკარი;

დაჯოლდოების ოფიციალური პარტნიორია  - არემჯი.

 

ღონისძიების ვერცხლის სპონსორები იყვნენ:

ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფ;

ჯეორჯიან პროდაქტსი;

კავკასიის ავტოიმპორტი;

ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი;

ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია - მარანი სევსამორა.

 

ცნობისათვის, ბიზნეს რეიტინგის პროექტის მიზანია: ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს - ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. 

 

უკვე დიდი ხანია ღონისძიება საერთაშორისო სტატუსით სარგებლობს და მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე მუდმივად მედიის და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ბიზნეს რეიტინგში მონაწილეობამ, არა ერთ კომპანიას და ბიზნესმენს მისცა წინსვლის და განვითარების უფრო დიდი პერსპექტივა.

 

„ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს - დაჯილდოების ლოზუნგი უცვლელია: „ვაკეთოთ ის, რაც ვიცით და ვიცხოვროთ მდიდარ სახელმწიფოში“.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ