დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

გერმანიაში იძიებენ სახელმწიფო ღალატის საქმეს, რომელიც ბუჩას ტრაგედიის შესახებ ინფორმაციის გაჟონვას ეხება 17.07.2022 00:12

გერმანიაში იძიებენ სახელმწიფო ღალატის საქმეს, რომელიც ბუჩას ტრაგედიის შესახებ ინფორმაციის გაჟონვას ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსული არმიის სამხედრო დანაშაულების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სააგენტო (BND) ფლობდა, კონფიდენციალური იყო და არ ექვემდებარებოდა გასაჯაროებას. გერმანული მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია დაზვერვის წარმომადგენლებმა ბუნდესტაგის დეპუტატებს გააცნეს თავდაცვის კომიტეტის დახურულ სხდომაზე, რომელსაც 60-ზე მეტი პოლიტიკოსი და ოფიციალური პირი ესწრებოდა.

ინფორმაცია ბუჩას ტრაგედიის შესახებ აპრილის დასაწყისში გავრცელდა რამდენიმე მედიაში, კერძოდ, გავრცელდა რუსი ჯარისკაცების რადიოჩანაწერები, რომლებიც ადასტურებდა მათ სამხედრო დანაშაულებს. ეს საუბრები გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა ჩაწერა.

როგორც მედია წერს, გერმანიის სადაზვერვო სამსახურს და ფედერალურ მთავრობას არ სურდათ, საზოგადოებას გაეგო ამ ხოცვა-ჟლეტის დეტალები, ხოლო ბუნდესტაგის პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს მათ გაავრცელეს მედიის საშუალებით, რის გამოც ახლა მათ საქმეს პროკურატურა იძიებს, შესაძლო სახელმწიფო ღალატის ბრალდებით

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ