დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

პუტინმა ხარკოვის რეგიონის არაოკუპირებული ნაწილის აღების ბრძანება გასცა - ISW 17.07.2022 10:27

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის მეხუთე თვეში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ხარკოვის და ხარკოვის რეგიონის არაოკუპირებული ნაწილის აღების ბრძანება გასცა, - ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.

ISW-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით არსებობს მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს პუტინის ბრძანებაზე ხარკოვისა და რეგიონის დაკავების შესახებ.

კერძოდ, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 26 ივნისიდან რუსები ცდილობენ დაიკავონ ხარკოვის ჩრდილოეთით მდებარე სოფელი დემენტიივკა.

გარდა ამისა, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გამოაქვეყნა საუბარი, რომელშიც რუსი ჯარისკაცი ჩივის, რომ მის მეთაურს მსხვერპლი არ აინტერესებს, რადგან მას მხოლოდ ხარკოვის აღება სურს.

ISW-მ, ასევე, აღნიშნა, რომ რუსმა გალეიტერმა ხარკოვის რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაიწყო თანამშრომლობა LPR ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერებთან. ანალიტიკოსების აზრით, ეს მიუთითებს რუსეთის მცდელობებზე, შექმნას პირობები ხანგრძლივი ოკუპაციისთვის.

ანალიტიკოსების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსებმა მოახერხონ ხარკოვის და მთელი რეგიონის აღება.

ანალიტიკოსების აზრით, უახლოეს დღეებში რუსეთის არმია, სავარაუდოდ, არათანმიმდევრულად გააძლიერებს თავდასხმებს ხარკოვის ჩრდილოეთით, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან შეძლოს სერიოზული წარმატების მიღწევა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ