დღე: 25

ღამე: 16

USD 2.7191

EUR 3.202

თურქეთმა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემების ჩასვლის სავარაუდო თარიღი დაასახელა 31.07.2022 14:36

უკრაინული მარცვლეულით  დატვირთული პირველი გემები შესაძლოა, სტამბოლში მომავალ კვირას ჩავიდეს. საუბარია 3 აგვისტოზე. ამის შესახებ CNN Turk იტყობინება. 

 გემები ჯერ სტამბოლში გაემგზავრებიან, ხოლო შემდეგ უკრაინული მარცვლეული გაიგზავნება აფრიკის ქვეყნებში, კერძოდ სომალიში. გაეროს მიაჩნია, რომ მარცვლეული დანიშნულების ადგილზე დაახლოებით თვე-ნახევარში მივა.

22 ივლისს  სტამბოლში ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინის პორტების ოდესის, ჩორნომოვსკის და იუჟნის განბლოკვის შესახებ, საქმე ეხება მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტს. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge