დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

საკრებულოში მხატვარ შალვა ძნელაძის 130 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა 03.08.2022 11:11

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით თბილისის საკრებულოში, თამარ მეფის სახელობის დარბაზში მხატვარ შალვა ძნელაძის 130 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. 

 

საღამოზე, რომელზეც   მხატვრის სახლ-მუზეუმის კოლექციიდან 50-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი,   ხელოვანის პროფესიული მიღწევებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს. 

 

შალვა ძნელაძის საიუბილეო გამოფენას   თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე,  საკრებულოს წევრები,   მხატვრის შთამომავლები,  კულტურისა და ხელოვნების  სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

ღონისძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა და მხატვრის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა. 

 

„2022 წელს უნიჭიერესი მხატვრის, შალვა ძნელაძის 130 წლის იუბილეა და ამ საზეიმო ღონისძიებას დედაქალაქის საკრებულო დღეს მხატვრის სახლ-მუზეუმის, სოფელ დიღომში გაშენებული „პატარა გურიის“ კოლექციის ნიმუშებით მასპინძლობს. შალვა ძნელაძემ მე-20ე საუკუნის დასაწყისის ქართულ მხატვრობას საინტერესო ისტორია შემატა და მისი მოღვაწეობის ხანმოკლე პერიოდში შექმნილ მრავალფეროვან ნამუშევრებში სრულყოფილად აამეტყველა მშობლიური გურიის ყოფა და მისი ისტორიული თემატიკა. უმდიდრესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრების, თეატრის მხატვრობის და სალიტერატურო ილუსტრაციების სახით.“ - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

 

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, გამოფენაზე დამსწრე საზოგადოებას მხატვრის ღვაწლის შესაბამისად დაფასების მიზნით გააცნო ინიციატივა, თბილისში ერთ-ერთი გეოგრაფიული ობიექტისთვის შალვა  ძნელაძის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით.

 

 

 

ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ: საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, მხატვართა კავშირის გამგეობის წევრი ირინე აბესაძე და კინორეჟისორი ირაკლი მახარაძე.   ღონისძიების სპონსორი ,,დუგლაძეების ღვინის კომპანია’’ იყო.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ