დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

აშშ-ში ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ორგანული ღვინოების წილობრივი მაჩვენებლით საქართველო ლიდერობს - ღვინის ეროვნული სააგენტო 03.08.2022 12:15

ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ორგანიზაციის (American Association of Wine Economists - AAWE) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოდან იმპორტირებული ღვინის 11.3%-ს ორგანული ღვინის სერტიფიკატი აქვს, რითიც პირველ ადგილს იკავებს ამერიკის ბაზარზე მთავარ იმპორტიორ ქვეყნებს შორის; მეორე ადგილზეა ავსტრია - 7.4%-ით, მესამეზე კანადა - 7.1%-ით. (https://wine-economics.org/). ამის შესახებ ინფორმაცია ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც, 2021 წელს, განხორციელდა ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი - 1.084.278 ბოთლი ღვინო. ექსპორტის ზრდის ტემპები შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც: იანვარ-ივლისის მონაცემებით, ექსპორტირებულია 660 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 16%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

 

“აღსანიშნავია, რომ ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (American Association of Wine Economists - AAWE) მე-14 წლიური კონფერენცია, 2022 წლის 24-28 აგვისტოს, საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართება.

 

ასოციაცია აერთიანებს ხელისუფლების და ბიზნესსექტორის წარმომადგნელებს, ეკონომისტებსა და მკვლევარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ღვინის ინდუსტრიის ეკონომიკურ კვლევებსა და ანალიზებს, მათ შორის, მარკეტინგის, მოხმარების, წარმოების, მაკროეკონომიკისა და იურიდიულ თემებზე, ასევე, რეცენზიების მომზადებას მევენახეობასა და მეღვინეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე.

 

AAWE-ის წლიური კონფერენციის საქართველოში ჩატარება კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საქართველოს, როგორც ღვინის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყანას, მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

 

AAWE -ის მე-13 წლიური კონფერენცია, პანდემიამდე, 2019 წელს, ვენაში გაიმართა”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები