დღე: 35

ღამე: 20

USD 2.7877

EUR 2.8426

“როდესაც ვიღაცას მიაჩნია, რომ 142 მილიონი ადამიანი მარტო ეთნიკური წარმომავლობის გამო არის ცუდი, ეს არის გოიმობა" - კობახიძე 05.08.2022 17:12

როდესაც ვიღაცას მიაჩნია, რომ 142 მილიონი ადამიანი მარტო ეთნიკური წარმომავლობის გამო არის ცუდი, ეს არის გოიმობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

როგორც კობახიძე აღნიშნავს, ვინც კანონს დაარღვევს და კანონმდებლობის პრინციპებს დაუპირისპირდება ამაზე რეაგირება ექნება.

 

“როდესაც ვიღაცას მიაჩნია, რომ 142 მილიონი ადამიანი მარტო ეთნიკური წარმომავლობის გამო არის ცუდი, ეს არის გოიმობა. რაც შეეხება განცხადებებს და კანონის დარღვევას, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ვინც არ უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ვინც კანონს დაარღვევს და კანონმდებლობის პრინციპებს დაუპირისპირდება, ამას რეაგირება ექნება. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება“,- აღნიშნავს კობახიძე.

 

როგორც კობახიძე განმარტავს, ქსენოფობიური კამპანის მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ჩამოყალიბებაა.

 

„ქსენოფობია არის გოიმობა. უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციას და გარდა ამისა, ეთიკურ სტანდარტს... ქსენოფობია და შოვინიზმი საშიში იმიტომ არის, რომ მას კონკრეტული მიზანი აქვს. მიზანი არის საქართველოს მეორე ფრონტად ქცევა. ძალიან ბევრი წყაროდან გვაქვს ინფორმაცია, მათ შორის, კაბინეტებში რა შეხვედრები იყო ამაზე ვერ ვისაუბრებ. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში არის რუსეთის 110 ათასამდე მოქალაქე, რაც სამჯერ ნაკლებია 2019 წლის სტატისტიკაზე. ეს არის რეალური ციფრები, რაც ადასტურებს, რომ არავითარი რისკი და პრობლემა არ არსებობს. ჩვეულებრივი ტურისტული ნაკადია. ყველაფერი თითიდან არის გამოწოვილი. ახლა ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, ვის რაში სჭირდება ამ პრობლემის თითიდან გამოწოვა, თუ ვინმეს ხელოვნურად არ უნდა პრობლემის შექმნა“,- აღნიშნავს კობახიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ