დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"ვეღარ გაარუსებენ ამ ქვეყანას, შანსი ნულია!" - ინგა გრიგოლია 05.08.2022 17:53

 "საქართველო ვეღარ გარუსდება", - ამის შესახებ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.

 

„სულ ტყუილად წვალობენ. სულ ტყუილად! ვეღარ გაარუსებენ ამ ქვეყანას, შანსი ნულია! ბოლო პერიოდის აქციებმაც ცხადყო და ახალგაზრდობის რეაქციებიც ამას მოწმობს. 

 

ქსენოფობია არა, კვახი!!! ჩვენ ევროპას ავირჩევთ და ვისაც არ მოგწონთ ამ ქვეყნის უმრავლესობის დასავლური არჩევანი, წაით მოსკოვებში…“ - წერს გრიგოლია. 

 

ცნობისათვის, დღეს, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ  “რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს მისი ხელისუფლება, ეთნიკური ნიშნით ადამიანებზე თავდასხმების მოწოდება არის სიბნელე და ქსენოფობია”.

 

იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა ირაკლი ბობახიძემაც: "როდესაც ვიღაცას მიაჩნია, რომ 142 მილიონი ადამიანი მარტო ეთნიკური წარმომავლობის გამო არის ცუდი, ეს არის გოიმობა", - განაცხადა მან. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ