დღე: 35

ღამე: 20

USD 2.7877

EUR 2.8426

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დროებით თამარ გაბუნია უხელძღვანელებს 05.08.2022 21:14

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ამირან გამყრელიძის მოვალეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეასრულებს. ინფორმაცია „პალიტრანიუსის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დაადასტურა.

„გუშინ გვქონდა საუბარი ბატონ ამირანთან. მას დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის ხალხის წინაშე, ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან და მრავალი წლის განმავლობაში ზრუნავდა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ის იყო დაავადებათა კონტროლის დირექტორი. გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება და შემიძლია, დაგიდასტუროთ მსგავსი საუბარი გვქონდა. ნამდვილად ვადასტურებ, რომ ეს ცვლილება მე დავადასტურე და უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს და უკვე ქალბატონი თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე თამარ გაბუნია იქნება კონკრეტული სიპის მოვალეობის შემსრულებელი“, – განაცხადა მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამირან გამყრელიძე თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ