დღე: 35

ღამე: 20

USD 2.7877

EUR 2.8426

"თურმე მთლად ადამიანების ფიზიკურად განადგურების სცენარზე მუშაობენ"- ვლადიმერ ბოჟაძე 06.08.2022 01:25

თურმე მთლად ადამიანების ფიზიკურად განადგურების სცენარზე მუშაობენ, სცენარზე რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, პირდაპირ საომარ მოქმედებებში ჩაითრევენ საქართველოს! – ასე ეხმაურება  თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე  თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს:"ერთი პატარა ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს ქართულ რესტორანში და მაგათი “დუხი” აღარ იქნება აქ".

 

მისი თქმით, ამ ქვეყნის ომში ჩათრევის გეგმა არ განხორციელდება.

 

„ირაკლი კობახიძეს დილით ჰქონდა ბრიფინგი და საღამოს უკვე ქვეყნის ომში ჩათრევის გეგმის დეტალებიც გაცხადდა. ქსენოფობობა როგორ გვაკადრეთო, არც  კი გვიფიქრიაო და თურმე მთლად ადამიანების ფიზიკურად განადგურების სცენარზე მუშაობენ, სცენარზე რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, პირდაპირ საომარ მოქმედებებში ჩაითრევენ საქართველოს! არ განხორციელდება ამ ქვეყნის ომში ჩათრევის გეგმა, არა! სახელმწიფო ორგანოებმა და მოსახლეობამ უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, ყურადღება და არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს! ხელისუფლება უკვე 10 წელია უზრუნველყოფს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას საქართველოში და ეს მომავალშიც ასე იქნება!

 

რუსეთი ოკუპანტია! საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის და ნატოს წევრი!“, წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

 

 

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ