დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ხელოვნების სასახლემ საბავშვო ჟურნალების “დილა”, “ნაკადული” და “პიონერი” არქივები შეისყიდა 06.08.2022 19:20

ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმმა საბავშვო ჟურნალების “დილა”, “ნაკადული” და “პიონერი”  არქივები შეისყიდა. კოლექცია 131 უნიკალურ გრაფიკულ ნამუშევარს მოიცავს.

„შეგახსენებთ „დილა“ — ქართული ყოველთვიური საბავშვო ჟურნალია. მას 2013 წელს მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ჟურნალი „დილა“ 1904 წელს დაარსდა, მალევე ჟურნალს „ნაკადული“ ეწოდა. აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, იროდიონ ევდოშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, შიო მღვიმელი — ადამიანები, რომლებმაც ღვაწლი დასდეს ჟურნალის გამოცემას. ჟურნალის  მხატვრები იყვნენ: ელენე ახვლედიანი, ოსკარ შმერლინგი, სევერიან მაისაშვილი, სევერიან კეცხოველი, ალექსი ვეფხვაძე, გოგი თოთიბაძე, რევაზ ცუცქირიძე, იოსებ გაბაშვილი, რობერტ სტურუა, შალვა ცხადაძე, ჯემალ (მამია) ლოლუა, თენგიზ სამსონაძე, ედუარდ ამბოკაძე, ზურაბ ფორჩხიძე, გიორგი როინიშვილი. ჩვენს მიერ შესყიდულ არქივში ამ მხატვრების  ნაწილის ფრიად საყურადღებო ნამუშევრებია წარმოდგენილი“, – ნათქვამია ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ