დღე: 10

ღამე: 7

USD 2.6937

EUR 2.9178

ოღონდ ქსენოფობიურ კამპანიაში ჩამჯდარიყო და ქართველს, ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს გაუვრცელეს ვიდეო - ლევან ნიკოლეიშვილი 06.08.2022 21:03

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებს ეხმიანება, რომელთან დაკავშირებითაც ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ოღონდ რუსი ტურისტების წინააღმდეგ აგორებულ ქსენოფობიურ კამპანიაში ჩამჯდარიყო, ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს გაუვრცელეს ვიდეო.

„ოღონდ რუსი ტურისტების წინააღმდეგ აგორებულ ქსენოფობიურ კამპანიაში ჩამჯდარიყო, ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს, საქართველოს მოქალაქეს და ეროვნებითაც ქართველს, ვიდეო გაუვრცელეს. გამავრცელებელმა ხომ იცოდა ეს დეტალები?! ნაცებზე ბინძური ხალხი არ არსებობს!“, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ