დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ზიანი თუ სარგებელი: რა უნდა იცოდეთ ყინულის კუბებით სახის გაწმენდის ტექნიკის შესახებ 06.08.2022 22:59

ცხელ ამინდში სახის ყინულის კუბებით გაწმენდა, ოდნავ გაცივება და ამავდროულად, შეშუპების მოცილება საკმაოდ სასიამოვნო პროცესია, თუმცა სილამაზის ეს ტექნიკა ყველასთვის შესაფერისი არ არის და შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს კანი.

ყინულის კომპრესები მართლაც ეფექტურად აშორებს შეშუპებას, ასევე ხსნის სიწითლეს და ქავილს. მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ საუბარია მხოლოდ სიმპტომების დროებით ლოკალიზაციაზე და არა მკურნალობაზე. ყინულის კუბურები არ ამცირებს ნაოჭებს, არ ამკვრივებს კანს, არ არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას და რა თქმა უნდა, არ ანიჭებს კანს ბზინვარებას.

ექსპერტების აზრით, ყინული კანზე 

დიდხანს არ უნდა წაისვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანს დააზიანებთ და სახეზე წითელი ლაქების გაჩენის რისკს გაზრდით.

მგრძნობიარე, ზედმეტად მშრალი კანის მქონე ადამიანებმა აუცილებლად უნდა შეიკავონ თავი ყინული გამოყენებაზე. ყინულმა შეიძლება დააზიანოს მგრძნობიარე კანის თხელი კაპილარები, ასევე დაარღვიოს ოფლისა და ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეცია და გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა.

  • მოყინვა - წითელი ფერის ლაქები კანზე, რომლებიც ჩნდება სისხლძარღვების ანთების შედეგად სიცივის განმეორებითი ზემოქმედების გამო;
  • აკროციანოზი - სიცივის გამო ხელების, ფეხების და ზოგჯერ სახის დალურჯება;
  • ცივი ჭინჭრის ციება - კანზე ჭინჭრის ციების წარმოქმნა სიცივის ზემოქმედების გამო;
  • კრიოგლობულინემია - სიცივის გამო სისხლში პათოლოგიური ცილების გასქელება;
  • ცივი პანიკულიტი - ანთებითი პროცესი, რომელიც ჩვეულებრივ გავლენას ახდენს ბავშვების სახეზე სიცივის გამო.


ყინულით წმენდის პროცედურის დაწყებამდე შეფუთეთ რამდენიმე ყინულის კუბი თხელ ხელსახოცში. ეფექტის გასაძლიერებლად ყინულს შეგიძლიათ დაამატოთ ალოეს წვენი, გვირილის ნახარში ან კიტრის წვენი.

შეიზილეთ კანი ყინულის პაკეტით ნაზი წრიული მოძრაობებით, მაქსიმუმ ორი-სამი წუთის განმავლობაში. თუ იგრძნობთ წვის შეგრძნებას ან რაიმე დისკომფორტს, დაუყოვნებლივ დაასრულეთ პროცედურა და მიმართეთ დერმატოლოგს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ