დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ასტროლოგების რჩევა: როგორ უნდა დაგეგმოთ ცხოვრება მთვარის ფაზების მიხედვით 06.08.2022 23:17

ასტროლოგები მთვარის შესახებ ინფორმაციას ასე განმარტავენ:

I მეოთხედი: ახალი მთვარედან მეორე კვარტალამდე. ეს შინაგანი მოქმედების აქტიური ეტაპია. ახალი მთვარის დროს საკუთარ თავში გეგმების შედგენა, იდეების განხილვა და მიზნისკენ სავალი ნაბიჯების განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია.

II მეოთხედი: მეორე მეოთხედიდან სავსემთვარეობამდე. ეს გარეგანი მოქმედების აქტიური ეტაპია. ყველა ჩვენი იდეა, აზრი სწორედ ამ დროს უნდა განხორციელდეს, რადგანაც მხოლოდ სურვილით და ოცნებით შორს ვერ წავალთ.

III მეოთხედი: სავსემთვარეობიდან მეოთხე კვარტალამდე. ეს არის პასიური გარეგანი მოქმედების ეტაპი, რადგანაც ახალი პროექტის აღება კი არ გიწევთ, არამედ იმის დასრულება, რაც წინა ფაზაში დაიწყეთ.

IV მეოთხედი: მეოთხე მეოთხედიდან ახალმთვარეობამდე. ეს არის პასიური შინაგანი მოქმედების ეტაპი. შეაჯამებთ იმ დრო, როცა ყველა თქვენს ნაბიჯს გარკვეული შედეგები მოჰყვა, ჩამოყალიბდებით, გააანალიზებთ წარმატებასა თუ შეცდომებს და შემდგომ მიზნებს უკეთ დაგეგმავთ.

მთვარის ფაზების განსაზღვრა ძალიან მარტივია და ამისათვის რაიმე განსაკუთრებული ასტროლოგიური ცოდნა და გამოცდილება არ გჭირდებათ. შეგიძლიათ გამოიყენოთ მთვარის კალენდარი, ინტერნეტ რესურები, მობილურის აპლიკაცია და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მხოლოდ მთვაროს ფაზები თქვენს ცხოვრებას ვერ შეცვლის, მაგრამ შესაძლოა გამოგადგეთ იმის ცოდნა, თუ რა გავლენას მოახდენს თქვენზე.

როგორ დავგეგმოთ ცხოვრება მთვარის ფაზების მიხედვით?

ის, თუ მთვარის რომელი ზედაპირია განათებული ან კიდევ რა ნაწილში მდებარეობს, ძალიან დიდ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ, ზოგადად, ცოცხალ სამყაროზე. იგი მნიშვნელოვნად მოქმედებს ჩვენს განწყობასა და კეთილდღეობაზე, შრომისუნარიანობასა და წარმატების მიღწევაზე.

მზარდი მთვარე (I და II მეოთხედი) - ეს შესანიშნავი დროა ნებისმიერი წამოწყებისთვის: ახალი ნაცნობების შეძენა, თვის გეგმების შედგენა, ყვავილების დარგვა აგარაკზე, თქვენი გარდერობის განახლება თუ სხვა აქტივობა გააქტიურდება. ამ პერიოდში კარგი იქნება რაღაცის გაუმჯობესება, შექმნა, გამრავალფეროვნება. თუ დიდი ხანია, სპორტდარბაზში წასვლა გსურთ, ნუ დაუცდით ორშაბათს და ეს ამ ფაზის დროს გააკეთეთ. თუ დიდი ხანია ხატვის ან უცხო ენის შესწავლაზე ოცნებობთ, ესეც ამ პერიოდში დაიწყეთ.

ჩამქრალი მთვარე (III და IV მეოთხედი) - ეს პერიოდი წინა პერიოდის საპირისპიროა. მაგრამ, ეს იმას ნიშნავს, რომ ნახევარი თვის განმავლობაში ერთ ადგილას უნდა ისხდეთ და არაფერი გააკეთოთ. იმოძრავეთ, განაგრძეთ ის, რაც დაიწყეთ, მოიშორეთ ძველი და არასაჭირო ნივთები, ჩვევები, ყალბი ადამიანები, გადაიხადეთ გადასახადები და ყველაფერი მოამზადეთ იმისათვის, რომ სულიერი სიმშვიდე და ბედნიერება იგრძნოთ.

ახალი მთვარე - გამოიყენეთ რამდენიმე დღე რეფლექსისთვის და დასვენებისთვის. ყველაფერი, რისი მოფიქრება, დაგეგმვა და დაწყება მზარდი მთვარის დროს დაიწყეთ, ახლა დაასრულეთ. ყველაფერი, რისი მოშორებაც დიდი ხანია გინდოდათ, წარსულში დატოვეთ. ახლა დროა, უბრალოდ დაისვენოთ და განიტვირთოთ. გააანალიზოთ გადადგმული ნაბიჯები და მოიფიქროთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთ. 2-3 დღის შემდეგ კი ეს ფიქრები რეალობად აქციეთ.

სავსე მთვარე - ასტროლოგიის თვალსაზრისით, სავსე მთვარე მზეს ეწინააღმდეგება, რის გამოც ეს განსაკუთრებული დროა. მთვარის ამ ფაზაში ყველა ემოცია არასტაბილურია, ამიტომ ადამიანს პროგნოზირება ძალიან უჭირს. ამ დღეებში ნებისმიერი წამოწყება კრიზისს გადის. ამ დროს უმჯობესია, რადიკალური გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავოთ და მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ, რომ მნიშვნელოვანი შეცდომა არ დაუშვათ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ