დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

"რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა თავის დანაშაულებზე" - ლიეტუვის პრეზიდენტი 09.08.2022 01:01

ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ გზას, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსეთს თავის დანაშაულებზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

„14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში. რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა თავის დანაშაულებზე, რადგან მისი სიხარბე სუვერენული ტერიტორიის, დომინირებისა და ძალაუფლების მიმართ მხოლოდ იზრდება. ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ გზას“, – წერს გიტანას ნაუსედა Twitter-ზე.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები