დღე: 6

ღამე: 2

USD 2.8478

EUR 2.9967

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა 09.08.2022 20:22

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბასთან სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა.  


შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა.


სოფლის დეპუტატის, მამუკა ლურსმანაშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან" საუბარში აცხადებს, რომ  შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მანქანა დატვირთულ ნაშალ მასალას ცლიდა.

 

„კამაზის მარკის სატვირთო მანქანა ნაშალ მასალას ცლიდა. ჩამოცურდა მანქანა და ჩავარდა ხევში. მძღოლი გარდაიცვალა“,–ამბობს იგი.


ტბის ტერიტორიულ ერთეულში, მერის წარმომადგენლის ზურაბ ლომიძის განცხადებით, მძღოლმა სავარაუდოდ მანქანიდან გადმოხტომა ვეღარ მოასწორ და ხევში გადავარდა, 100 მეტრის სიმაღლეზე.


შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ექიმები, მაშველები და სამართალდამცავები.


გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ