დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"თაღლითური გზით დაფინანსებული TV-ბუნაგიდან გვმოძღვრავთ ოლიგარხებზე და დემოკრატიაზე?" - გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს 10.08.2022 13:13

რეჟისორი გოგა ხაინდრავა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის, “ფორმულასთან” ინტერვიუს  სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმიანება. 

 

„08.08.08-ში ომიდან გაქცეული, მეომართა გვამების მიმტოვებელი, სამშობლოს უბედურებაზე გამდიდრებული, ლონდონში ფუფუნებაში მცხოვრები, თავდაცვის ექს-მინისტრის მიერ, თაღლითური გზით დაფინანსებული TV-ბუნაგიდან გვმოძღვრავთ ოლიგარხებზე და დემოკრატიაზე 08.08.2022.-ში ქალბატონო ელჩო?! – წერს გოგა ხაინდრავა.

 

ცნობისათვის, საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, "პროპაგანდაა, დაადანაშაულონ ამერიკა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში". ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

"პრობლემა მოდის დეზინფორმაციული კამპანიებით, რომლებიც უგულებელყოფს ან ამახინჯებს სიმართლეს. ვხედავთ ბევრ ასეთ კამპანიას საქართველოში, განსაკუთრებით რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინაზე. ეს გამიზნულია ქართველი ხალხის დაბნეულობისა და განხეთქილების შეტანისთვის. |ისინი შექმნილია იმისთვის, რომ ხალხი შეაშინოს. ასე რომ, კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ შეერთებულ შტატებს არავითარი ინტერესი არ აქვს რომ საქართველო ჩაითრიოს რაიმე ომში. ჩვენ არასდროს გვიცდია საქართველოს ომში ჩათრევა არც ამ, და არც სხვა რომელიმე ომში. ეს არის პროპაგანდა - იქნება ეს რუსეთიდან თუ სხვისგან, რომ დაადანაშაულონ ამერიკა საქართველოს ინტერესების, მისი სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოქმედებაში", - ამბობს კელი დეგნანი.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ