დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რატომ არის საშიში D ვიტამინის ჭარბი რაოდენობით მიღება 12.09.2022 12:22

D ვიტამინი ძალიან ნელა გამოდის ორგანიზმიდან, ამიტომ სისხლში მისი ჭარბი შემცველობისას,

ინტოქსიკაციის სიმპტომები შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს.

ნორმაში, ადამიანი D ვიტამინის აუცილებელ დოზას ღებულობს საკვებთან ერთად. ამ ვიტამინს შეიცავს ზღვის ცხიმიანი თევზი და სოკო. D ვიტამინის გამომუშავება ორგანიზმში ხდება კანზე ულტრაიისფერი სხივების მოხვედრისას. მზის სხივების ნაკლებობისას, შესაძლებელია ამ ვიტამინის დანამატების მიღება.

 

უკანასკნელ პერიოდში, მთელს მსოფლიოში გავრცელებული მოდაა D ვიტამინის ჭარბი დოზებით მიღება. ადამიანების მოსაზრებით, ამ ვიტამინის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა დაავადების განკურნება, რამაც გამოიწვია მთელ მსოფლიოში ჰიპერვიტამინოზთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის ზრდა. ეს ტენდენცია აღინიშნება განსაკუთრებით ქალებში, ბავშვებსა და ადამიანებში ოპერაციის შემდეგ. ადამიანები ვერ აცნობიერებენ თავად ზედოზირების შესაძლებლობას და არ იციან მისი შედეგების შესახებ.

 

D ვიტამინის ჰიპერვიტამინოზის სიმპტომების უმრავლესობა უკავშირდება სისხლში კალციუმის სიჭარბეს, რადგანაც აღნიშნული ვიტამინი ხელს უშლის მის ორგანიზმიდან გამოდევნას.

ჰიპერდოზირების შედეგები შეიძლება იყოს სრულიად სხვადასხვა: მოთენთილობა, აპათია, მეხსიერების დაბინდვა, სტუპორი, დეპრესია, კომა, ანორექსია, მუცლის მიდამოში ტკივილი, ღებინება, ყაბზობა, კუჭის წყლულის, პანკრეატიტის, ჰიპერტონიის განვითარება, გულის რითმის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ