დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა 18.09.2022 18:38

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 4 მედლის მოპოვება შეძლო.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალეკო კასრაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებს მიხეილ ჯაფარიძე (-100 კგ) და უჩა ტაბატაძე დაეუფლნენ. ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი კი ქართველი მძიმეწონოსანი, შალვა გურეშიძე გახდა.

ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ