დღე: 8

ღამე: -1

USD 2.6441

EUR 2.8913

"ვაჟკაცურად იმის განცხადება სჯობს, რომ საქართველომ ვერ შეძლო და ვერც მოახერხებს დასავლური ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას" 19.09.2022 10:39

ხშირად მესმის ბრიყვული სპეკულაციები საქართველოში 30 წელია ვითომ და დასავლური დემოკრატიის არსებობის შესახებ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ზურაბ მარშანია წერს.

 

მისი თქმით, ამას ვაჟკაცურად იმის განცხადება სჯობს, რომ საქართველომ ვერ შეძლო და ახლო მომავალში ვერც მახერხებს დასავლური ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას. 

 

"შევეცდები დავასაბუთო თუ რატომ. ჯერ ერთი საქართველოში 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ დემოკრატიის ბუნდღაც არ ყოფილა. დემოკრატია ქალის ორსულობასავითაა. ან არის ან კიდევ არ არის. როგორც ქალი არ შეიძლება იყოს მეოთხედი ან ნახევრად ორსული, ისე ქვეყანაში არ შეიძლება იყოს ნახევარი ან მეოთხედი დემოკრატია. ვიყოთ ბოლომდე გულწრფელები. საქართველოში ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე იყო და არის მხოლოდ და მხოლოდ  "ჰიბრიდული" ანუ ყალბი, თვალთმაქცური, ფასადური დემოკრატია, რაც ავტორიტარიზმია და არაფერი არ აქვს საერთო დასავლურ დემოკრატიასთან. ქართული რეჟიმები მხოლოდ შეიარაღებული, "ხავერდოვანი" ან ფარული (არჩევნების ამოფარებული) რევოლუციების შედეგად იცვლებოდა (გამსახურდიას, შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებების ცვლილება მყავს მხედველობაში). ძალიან მეეჭვება ბიძინას ხელისუფლებაც რომ შეიცვალოს დემოკრატიულად. რატომ? იმიტომ, რომ ამისათვის, როგორც მინიმუმ,  მმართველი უმრავლესობა კბილებით არ უნდა ებღაუჭებოდეს ხელისუფლებას  და ხელებით, ფეხებით თუ ტრაკით არ უნდა იყოს მიწებებული სამთავრობო და საპარლამენტო სკამებზე. ამით არ იყვნენ ძირითადად დაკავებულები უკლებლივ ყველა ძველი  თუ ახალი ჩვენი ხელისუფლებები? ყველა გზებით რომ ცდილობ ხელისუფლების შენარჩუნებას, სახელმწიფოს მართვისათვის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისათვის დრო როგორ დაგრჩება?"- წერს ზურაბ მარშანია.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები