დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"ნენსი პელოსის ჩამოსვლამ სომეხი ხალხი ააფორიაქა და საზოგადოების ყველზე ბრიყვი ნაწილი ტრანსში ჩააგდო" 20.09.2022 14:34

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრესა ფართოდ აშუქებს ერევანში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტს. გაგაცნობთ ორივე ქვეყნის პრორუსული პრესის მასალების მიმოხილვას.

 

სომხეთის რუსულენოვანი გაზეთი „გოლოს არმენიი“ (Голос Армении) აქვეყნებს სტატიას „ცხენებს გადასასვლელზე არ ცვლიან, ჩვენ კი ისევ გადასასვლელის წინაშე ვდგავართ“ (ავტორი - ასტვაც ტერ-ტოვმასიანცი), რომელშიც აზერბაიჯანთან მომხდარი სამხედრო შეტაკების ფონზე, ერევანში ნენსი პალოსის ვიზიტის მნიშვნელობაზეა საუბარი. ეს ის მომენტია, როცა ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტით გააქტიურებულმა საზოგადოების ნაწილმა სომხეთის „ოდკბ“-დან (კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან) გამოსვლა და დასავლეთთან კავშირების გაფართოება მოითხოვა.

 

„საკითხი მხოლოდ იმაში არაა, თუ რას გვპირდება დასავლეთი და ჩვენ რის მიღება გვინდა, არამედ იმაში, თუ რა უნდა ჩვენგან დასავლეთს და რა მიზნით გვიგზავნის სიგნალებს, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი პერსონების ვიზიტის სახით, როგორსაც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი წარმოადგენს.

 

ნენსი პელოსის ჩამოსვლამ სომეხი ხალხი პირდაპირ ააფორიაქა და ჩვენი საზოგადოების ყველზე ბრიყვი ნაწილი ტრანსში ჩააგდო. რა თქმა უნდა, არავის ეჭვი არ შეაქვს ამ სავსებით სიმპათიური ქალბატონის დამსახურებაში, რომელიც აშშ-ის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაში გამოიხატა და იმასაც, რომ მას გულთბილი დამოკიდებულება აქვს სომეხი ერის მიმართ. თავისთავად იგულისხმება, რომ ჩვენ მის მიმართ ახლაც ძალიან დიდად მადლობლები ვართ ვიზიტისათვის და იმ სიტყვებისათვის, რასაც იგი ჩვენს დასაცავად ამბობს ამ საბედისწერო დღეებში, [აზერბაიჯანთან შეტაკების ფონზე].

 

მაგრამ, როგორც ნათქვამია, არ უნდა ავურიოთ ღვთის საჩუქარი ტაფამწვარში. იოლად არ უნდა გაგვიჩნდეს ილუზიები იმის შესახებ, რომ მოცემულ მომენტში ყველა წინამძღვარი არსებობს პოლიტიკური პოზიციების რადიკალიზების, რუსეთთან მოკავშირეობის უარყოფისა და გეოპოლიტიკური ორიენტირების შეცვლისათვის. დრეს ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ ნახტომები გავაკეთოთ და ქვებზე დავარდნისას კისერი მოვიტეხოთ. ასევე ნურავინ ნუ ფიქრობს ცხენების შეცვლას, რადგან გადასასვლელზე მათ შეცვლას სიკეთე არ მოაქვს.

 


წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ