აზერბაიჯანის რუსულენოვანი გაზეთი „ნოვოე ვრემია“ (Новое время) ბეჭდავს სტატიას „ნენსი პელოსის შოუ“ (ავტორი - ა.მამედოვი), რომელშიც მიმოხილულია მოვლენები სომხეთთან 12-14 სექტემბერს მომხდარი სამხედრო შეტაკების ფონზე - ერევანში ნენსი პელოსის ვიზიტი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადება და ყარაბაღელი სეპარატისტების მიღება ვაშინგტონში.
„არსებობს სერიოზული საფუძველი იმისა, რომ ნენსი პელოსის ერევნაში ვიზიტი და იქ გაკეთებული სომხეთის მხარდამჭერი განცხადებები და ის მოვლენები, რაც ბოლო დროს ხდება, დასავლეთის და უპირველესად აშშ-ის მიერ გაჩაღებული ანტიაზერბაიჯანული ისტერიის ნაწილს წარმოადგენს.
ნენსი პელოსი, რომელსაც ერევანში სომეხმა ამხანაგებმა გულთბილი შეხვედრა მოუწყეს, ძნელად დასაკავებელი გახდა: ამ მაღალჩინოსანი ამერიკელი ქალბატონის ბაგეთაგან მსოფლიომ დიდი სიცრუე და ფაქტების თავხედური დამახინჯება მოისმინა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ნენსი პელოსი ვიზიტის წინ სწორედ იმას აცხადებდა, რომ ერევანში სომხეთის მხარდასაჭერად მივდივარო. ეს იმას ნიშნავდა, რომ დებოში იყო მოსალოდნელი. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის თავდასხმას სომხეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა მან, მაგრამ არც ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ დაუგვიანა პასუხი: „ნენსი პელოსის უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები ჩვენთვის მიუღებელია“.
ბუნებრივია, ვიცით, რომ ნენსი პელოსი პროსომხურად განწყობილი პოლიტიკოსია. მის დელეგაციაში ბევრი წარმოშობით სომეხი კონგრესის წევრები დავინახეთ. ისიც გასაგებია, რომ ამერიკელი ქალბატონი სომხეთში ვიზიტს შიდაამერიკული დღის წესრიგისათვის იყენებს - ახლოვდება წარმომადგენელთა პალატის წევრების არჩევნები, ნენსი პელოსს კი ამერიკაში არსებული სომხური ლობის დახმარება ჭირდება...
ნენსი პელოსი ცდილობს არჩევნების წინ ამერიკელებს თავისი და დემოკრატიული პარტიის იმიჯი ლამაზად წარუდგინოს, მაგრამ სამწუხაროდ, რადგან მისმა დემოკრატიულმა პარტიამ რეპუტაცია დაკარგა, ნენსი პალოსს გადადგომისაკენ მოუწოდებენ. აშშ კრიზისში იმყოფება, ინფლაცია ყოველგვარ საზღვრებს სცილდება, ფასები მატულობს. ამიტომ იგი იაფფასიან ტრიუკებს მიმართავს, რომ ამერიკელი სომხების ხმები მიიღოს.
იმ პირობებში, როცა რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი ძალების დიდი დაძაბვით კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობენ, დასავლეთი, აშშ-ის მეთაურობით პირიქით, სიტუაციას ურევს. მაგრამ მათი გეგემბი ჩასაფუშავად არის განწირული: მსოფლიო შეიცვალა, აზერბაიჯანი უკვე ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო. ამიტომ, ჩვენი ქვეყანა, ნენსი პელოსისა და მისთანების გოდების მიუხედავად, მომავალშიც დაიცავს თავის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა საშუალებით, სამხედრო სახის პასუხის ჩათვლით და სომხეთს პროვოკაციების გამო საკადრისად მიუზღვევს.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge