"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ 22 სექტემბრის გამორჩეულ მოვლენებს მსოფლიოდან:
1792 წლის 22 სექტემბერს, საფრანგეთში რესპუბლიკა გამოცხადდა.
…
1939 წლის 22 სექტემბერს, იზმირში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
…
1959 წლის 22 სექტემბერს, ევროპასა და აშშ-ს შორის პირველი სატელეფონო საკაბელო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა.
…
1980 წლის 22 სექტემბერს, პოლონეთში დაარსებიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ, სოლიდარობის კავშირი, ლეხ ვალენას ხელმძღვანელობით, ლეგიტიმური გახდა.
…
1980 წლის 22 სექტემბერს, 8 წლიანი ირან-ერაყის ომი დაიწყო. ამ ომის დროს დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი დაიღუპა.
…
1985 წლის 22 სექტემბერს, საფრანგეთის მთავრობამ აღიარა, რომ ამავე წლის 10 ივლისს ჩაძირული, გრინპისის კუთვნილი „Rainbow Warrior“-ის გემი მათმა საიდუმლო სამსახურმა ჩაძირა.
…
1993 წლის 22 სექტემბერს, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმმა თურქეთიდან არალეგალური გზით გატაცებული „ყარუნის საგანძურის“ დაბრუნება განაცხადა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge