ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
"აბა უძალინმაგრესი დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BუკაDეილიNიუს #BDN ის ყველაზე მაგარი, ყველაზე ბედნიერი - ხარება სტატუსი მოვიდა! ამაზე მაგარი ალბათ უკრაინის საბოლოო გამარჯვების და პუტლერის კაპიტულაცია/განადგურების შესახებ სტატუსი იქნება!
ყველას გილოცავთ! სიმართლე გითხრათ, არ მგონია, უკრაინის გარდა სადმე კიდევ ასე ხარობდეს ახლა ერი ამ სასწაული ბიჭების და გოგოების გათავისუფლებას და სახლში დაბრუნებას!
გუშინ ღამე ჩერნიგოვის რაიონში აზოვსტალის გმირი დამცველები - ლეგენდარული მეთაურები რედისი (დენის პროკოპენკო), კალინა, ვოლინა, მარიუპოლის პოლიციის უფროსი ვერეშინინი, პტაშკა, ისტორიული ფოტოების ავტორი დმიტრო კოზაცკი და ამ ფოტოების ზღაპრული გმირები გათავისუფლდნენ! 215 კაცი დააბრუნეს ჩვენებმა სახლში! ნაძირალა მედვედჩუკი პუტლერს გაურჭეს .....ში! 5 გმირ მეთაურში ურდომ კიდევ წააკონწიალა თავისი 55 ორკი! ამ ბედნიერებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს! გულის სიღრმეში ძალიან ბევრს უჩნდებოდა კითხვა, ნუთუ ეს საოცარი ადამიანები სახლში ვეღქრ დაბრუნდებიან! გახსოვთ ნაძირლები საჩვენებელ სასამართლოს მოწყობას რო აპირებდნენ, ზელენსკიმ გაუჭედა, მაგას იზამთ და დაივიწყეთ ურდოსებო საერთოდ ყველაფერიო! 215-დან 109 აზოვის მცველია, მათ შორის ელენოვკის ციხის ურდოს მოერ დაბომბვას გადარჩენილებიც!
ქება და მადლობა ჰალალად ეკუთვნის პრეზიდენტ ერდოღანს! ამ კაცმა შეკლასა ეს უმაგრესი ამბავი! ერთი პირობაა: მისი პირადი პასუხისმგებლობით სა პატრონაჟით აზოვსტალის დამცველთა 5 მეთაური უკრაინის გამარჯვებამდე იქნება თურქეთში! წავიდა ღამევე შაყირები, შედიან რუსები სტამბულში კაფეში და ხდდავენ რედისი, ვოლინა და კალინა სვამენ ჩაის!
მოვა დრო და გადაიღებენ ფილმებს! საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ჩუუუმად ჭედავდა შედეგს - 15 საერთაშორისო მებრძოლი, მათ შორის დახვრეტა მისჯილი 2 ბრიტანელი, 2 ამერიკელი, მაროკოელი, არაბი და ევროპელი მებრძოლებიც გათავისუფლდნენ!
აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა უშიშროების საკითხებში ჯეოკ სალივანმა მადლობა გადაუხადა ზელენსკის და საუდის დეფაქტო მმართველს ამერიკელი მებრძოლების გასათავისუფლებელთა სიაში შეყვანისთვის!
ამ ამბავმა გადაფარა პუტლერის მობილიზაციაც, ბაიდენის და თვითონ ზელენსკის გაეროში გამოსვლებიც!
ამსიობაში ჩვენებმა დონეცკის რაიონში ლიმანთან სულ ახლოს გაათავისუფლეს დრობიშევო, ხერსონში დაბომბეს ურდოს ბაზა, სევასტოპოლთან ზღვაში იყო კიდევ აფეთქება, მაგრამ მაგაზე ყველაფერზე მოგვიანებით! დღეს ბედნიერების დილაა!
უკრაინა იმარჯვებს - საქართველო გაიმარჯვებს- პუტლერის ბოროტების იმპერიის ნგრევა დაწყებულია!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი და ფოტოებს აქვეყნებს.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge