"გაერო-ში ააგდეს რუსეთი და არ დაუშვეს! ტკეპნეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით" 23.09.2022 11:24

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

 

"გუშინ, ჩვენებმა გაარღვიეს დონეცკის ფრონტი. ამ დღეებში ჯერ ალყაში მოაქცევენ ლიმანს და მერე გაათავისუფლებენ. დინეცკის რეგიონში, რომ დიდი ამბები იქნება თვითონ ურდოს კოლაბორანტები მოთქვამენ საჯაროდ! თუმცა, ნამდვილად სად იქნება დიდი ამბები, იცის მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტმა და მისმა სამხედრო ხელმძღვანელობამ! ტყუილად არ შეიკრიბებოდნენ გუშინ?! მალე იბუთქებს, მალეეე!

 

დაღესტანი ახურებს ჯიგრულად, საფლავიზაცია/სიკვდილიზაციას აპროტესტებს. სხვაგანაც ნელ-ნელა იღებენ ხმას, მაგრამ მანამდე წაასხეს პირველი პარტია ფრონტისკენ საზარბაზნე ხორცად! კადიროვი ჯორეშმაკობს: ჯერ ერთი ტყვეების გაცვლით უკმაყოფილოა (ეტყობა ვიღაც ტიკტოკერები მაინც ვერ მოხვდნენ), მეორეც ერთი ჩეჩნეთში საფლავიზაცია ად იქნება, ისედაც 254%-ით შევასრულეთ გეგმაო! გველი გაუზრდია პუილოს უბაში, გველიი! 

 

მანამდე კი ჩვენებმა დონეცკში ბახმუტის მიმართულებაზე ურდოს შეტევა უკუაგდეს; 1 სუ-25, 1 კა-52, 1 მი-8 და 5 ირანული დრონი შახიდ-136 სამისდღემჩიოდ ჩამოაგდეს! ირანულ შახიდებს დიდი დღე არ უწერია! ისრაელი გადასცემს ანტი დრონებს უკრაინას (პოლონელების ხელით) და დამთავრდება ირანული ოდისეა! სამაგიეროდ, ჩრდილო კორეის დედას ბუშტი კიმ ჩენ ინი იფიცება, არაფერი მიმიცია ურდოსთვის, მე უბრალო ვარო! ოკ! გასაგებია ძია სი (სინამდვილეში ეს ჩინეთის პასუხი იყო, ვიდრე ჩრდ. კორეელი დედას ბუშტის). 

 

გაერო-ში ააგდეს რუსეთი და არ დაუშვეს! ტკეპნეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ბაიდენმა, ლიზ თრასმა, ნუ ზელენსკიმ ხომ ურტყა და ურტყა! ოღონდ ზელენსკი გაეროსაც გადასწვდა. არა სხვებიც ითხოვენ გაეროს რეფორმას, მარა ზელე ჯიგარია - გაჭრილად უთხრა ბიუროკრატებს - ან პუტლერი გააჩერეთ, ან შუქი ჩააქრეთ და კარები გამოიხურეთო! 

 

გერმანელებმა თვითმავალი ჰაუბიცების კიდევ ერთი წყება მიწოდეს ჩვენებს, მაგრამ ტანკებზე ჭინჭყლობენ. ჰიდა, ზელენსკიმ ინტერვიუში გერმანელებს შეუთვალა, ჩვენ კი მოვიგებთ ამ ომს ყველა ვარიანტში, მაგრამ გვინდა რომ საერთო იყოს ეს გამარჯვება, იმიტომ რომ საერთოა ეს ბრძოლაო. 

 

ამერიკელებმა კი გიყვარდეს, წავიდა ახალი პარტია რაკეტების გაუმარსებისთვის. 

 

ბრიტანეთის პრემიერმა ლიზ თრასმა, მინამ მე აქ სიტყვით გამოვდივარ, ჩვენი მლრს-ები (გაუმარსების ბიძაშვილ-მამიდაშვილები) უკრაინაში შედისო. 

 

ჰოდა ბოლოს, გადაეცით მაგ მართლა პუილოს, ბირთვულ შანტაჟს თავი დაანებოს, თორემ ბუნკერიდან ვერ გაგვასწრებსო! 

 

უკრაინა იმარჯვებს - საქართველო გაიმარჯვებს - პუტლერის ბოროტების იმპერია ინგრევა!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/