დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაახლოებით 10 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო რიგია -BBC 24.09.2022 15:40

რუსეთის მოქალაქეები მობილიზაციის თავიდან აცილების მიზნით ქვეყნის დატოვებას აგრძელებენ, საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაახლოებით 10 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო რიგია, - ინფორმაციას BBC-ი საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, მოძრაობა ძალიან შენელებულია და ზოგიერთი ადამიანი საზღვრის გადაკვეთას 20 საათზე მეტია ელოდება.

 

ხალხის ნაკადი გაიზარდა რუსეთ-ფინეთის საზღვარზეც. ფინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩასული რუსების რაოდენობა გასული კვირის შემდეგ გაორმაგდა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ